loader

"ბოდიში, თუ ვიმღერეთ და ვიცეკვეთ" - რას ამბობს სოფო ბედია რესტორანში გადაღებულ ვიდეოკადრებზე, რომლებშიც შოუბიზნესის წარმომადგენლები ფიგურირებენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ბოდიში, თუ ვიმღერეთ და ვიცეკვეთ" - რას ამბობს სოფო ბედია რესტორანში გადაღებულ ვიდეოკადრებზე, რომლებშიც შოუბიზნესის წარმომადგენლები ფიგურირებენ

მომღერალი სოფო ბედია სოციალურ ქსელში "ფორმულას" ეთერში გადაცემა "დროებაში" გასულ სიუჟეტს ეხმაურება. სიუჟეტში აღნიშნულია, რომ შოუბიზნესის წარმომადგენლებმა კოვიდრეგულაციები დაარღვიეს და ისე აღნიშნეს კომპოზიტორ ცირა ბზიშვილის დაბადების დღე. 

"რეგულაციებს არ ვარღვევ და კანონმორჩილი ადამიანი ვარ. კორონა 3 თვის წინ გადავიტანე (საკმაოდ მსუბუქად), იზოლირებულად და ყველანაირი წესის დაცვით. საფრთხეს არ წარმოვადგენ არავისთვის და არც არასოდეს შევუქმნი პრობლემას. 30 მარტს ჩემი მეგობრის, ცირა ბზიშვილის დაბადების დღე აღვნიშნეთ ვიწრო წრეში. შევიკრიბეთ 15 ჯანმრთელი ადამიანი სრული წესების დაცვით, 5 კაცი ვიჯექით თითო მაგიდასთან. 7:50 წუთზე დავიშალეთ. ბოდიში ახლა, თუ ვიმღერეთ და ვიცეკვეთ. ჩვენი გართობა გახდა სალაპარაკო, ისედაც ცხოვრება მოგვბეზრდა, ისეთ რეალობაში ვართ. შეიხედეთ სხვა რესტორნებში, რა ხდება და არავისგან გამორჩეულად არ აღგვინიშნავს. ძალიან ცუდია, გადაუმოწმებელ ინფორმაციას ასეთი ცუდი სახით რომ აშუქებენ. და სადღაც კლუბში აზელილ სიტუაციას რომ ამონტაჟებენ ჩვენთან ერთად", - წერს სოფო ბედია.