X
შეზღუდვების დაწესებასთან დაკავშირებით პაატა იმნაძის განმარტება - "სამწუხაროდ, ქვეყანაში სიტუაცია მძიმდება..."
15:23 / 20-04-2021
"სამწუხაროდ, ყველა მონაცემი უარესდება და შესაძლოა, სახელმწიფო იძულებული გახდეს დამატებითი შეზღუდვები შემოიღოს" - ამის შესახებ პაატა იმნაძემ "რუსთავი 2"-ის ეთერში "კურიერთან" საუბრისას განაცხადა.

იმნაძის თქმით, სრული სურათის აღსაქმელად მინიმუმ 2-კვირიანი მონაცემია მნიშვნელოვანი.

"სიტუაცია, სამწუხაროდ, ქვეყანაში მძიმდება. დადებითობის მაჩვენებელი, ისევე, როგორც სხვა მაჩვენებელი, უნდა გავითვალისწინოთ, ეს არის ინციდენტობა 100 000 მოსახლეზე, ყოველდღიური შემთხვევები და ყველა მაჩვენებელი. ერთ და ორკვირიანი მონაცემები არის მნიშვნელოვანი. გარდა ამისა, რეპროდუქციის ინდექსი. ყველა ეს მონაცემი, სამწუხაროდ, უარესდება. თუ პირბადეების ტარების მაჩვენებელი არ მოიმატებს, თუ ისევ იქნება დიდი სუფრები, რა თქმა უნდა, სიტუაცია გაუარესდება და სახელმწიფო იძულებული იქნება, დამატებითი შეზღუდვები შემოიღოს", - აღნიშნა პაატა იმნაძემ.
ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
“ეს რომ აქვს კირჩხიბს, მე ასეთი არ ვიცი რა“ - როგორ ახასიათებს მიხეილ ცაგარელი ზოდიაქოს ყველა ნიშანს და რა თვისებებს აიღებდა მათგან?
ლელა წურწუმია პირდაპირ ეთერში ატირდა - აჩიკო მეფარიძის უმძიმესი ისტორია, რომელიც არავინ იცოდა
როდის მთავრდება გოგონებში ზრდა და რა ფაქტორები მოქმედებს სიმაღლეზე?
ნინო ჩხეიძისა და ირაკლი კაკაბაძის ახალმა დუეტმა ინტერნეტი ააფეთქა - რა მოხდა გადაცემის მსვლელობისას?
“ყველაზე მაგარი ტაქსის მძღოლი“ - რა ვიდეოს უქვეყნებს მერაბ დვალიშვილი ლიანა ჯოჯუას ლას- ვეგასიდან?
“წამიერად მოშორდა ბავშვს და ისევ თავს დაესხა, ახლა უკვე ორივე... ძლივს მოვიდა სახლამდე“ - რა მოხდა დიდ დიღომში?
ულამაზესი სანახაობა გლდანში - ვიდეო ინტერნეტ ჰიტი გახდა
“მიყვარხარ პატრიარქო“ - უწმინდესისა პატარა ბიჭის ემოციურმა ვიდეომ ინტერნეტი დაიპყრო