loader

"გაოგნებული დავრჩი" - ბესო ზანგური თეა წულუკიანს პასუხობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"გაოგნებული დავრჩი" - ბესო ზანგური თეა წულუკიანს პასუხობს

"გაოგნებული დავრჩი თეა წულუკიანის განცხადების გამო... იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლებივით არ უნდა გველაპარაკოს.", - ამის შესახებ ბესო ზანგურმა "ალიას" განუცხადა.

მისივე თქმით, მინისტრმა უდანაშაულობის პრეზუმფცია დაარღვია.

"თეატრს ეს განცხადება რომ არ გაეკეთებინა, მე თავად არ დავდგებოდი სცენაზე, სანამ სრულად არ დამტკიცდებოდა ჩემი უდანაშაულობა. თეატრმა ეს განცხადება გააკეთა მას შემდეგ, რაც კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა მომიწოდა, დავტოვო თეატრი, თანაც სასწრაფოდ! არადა, მთელ სოციალურ ქსელში, მგონი, ერთადერთი ადამიანი ვარ, ვინც მიულოცა თეა წულუკიანს კულტურის მინისტრად დანიშვნა და მართლა გულწრფელად გამიხარდა. ჩემი ადვოკატი რასაც დაგეგმავს, მთლიანად ვეთანხმები და ვიზიარებ. ის პროფესიონალია და შესანიშნავად იცის მისი საქმე.

აუცილებლად გვექნება მჭიდრო კავშირი გამოძიებასთან, ყველა დაინტერესებულ უწყებასთან და მათ შორის, საზოგადოებასთანაც. დასამალი არავისთან არაფერი გვაქვს. ჩვენი ინტერესია, პირველ რიგში, სიმართლის დადგენა და ამ მიზნის მისაღწევად, რა თქმა უნდა, სარჩელს შევიტანთ საქალაქო სასამართლოშიც, მოვითხოვთ სინამდვილესთან შეუსაბამო ფაქტების უარყოფას, მორალური თუ მატერიალური ზიანის ანაზღაურების დაკისრებას. რაც მთავარია, თუკი ეს ცილისმწამებლები ვერ დაამტკიცებენ იმას, რასაც მაბრალებენ, მერე უკვე მათვე შეუბრუნდებათ ეს საქმე.

იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლებივით არ უნდა გველაპარაკოს. გაოგნებული დავრჩი... განა მისი განცხადების გამო დავრჩი გაოგნებული, მე მივხვდი, როგორი დასაცინი გავხდებოდი, იმიტომ, რომ მე მისი მხარდამჭერი ვიყავი. ალბათ, სხვა გზა არ ჰქონდა და ასე უნდა ეთქვა, არ ვიცი. მე ვფიქრობ, მინისტრს არ უნდა ეთქვა ის, რაც თქვა, დაარღვია ამ განცხადებით უდანაშაულობის პრეზუმფცია. მინდა-არ მინდა, მომწონს-არ მომწონს ქალბატონი თეა, ფაქტი ერთია, მან დაარღვია უდანაშაულობის პრეზუმფცია და მომიწოდა თეატრის დატოვებისკენ", - აღნიშნა ზანგურმა.