loader

"განდაგანას" მილიონობით არაბი უსმენს და ის მათი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად გადაიქცა - როგორ აჩუქა "ტიკ-ტოკმა" "განდაგანას" ახალი სიცოცხლე? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"განდაგანას" მილიონობით არაბი უსმენს და ის მათი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად გადაიქცა - როგორ აჩუქა "ტიკ-ტოკმა" "განდაგანას" ახალი სიცოცხლე?

დიახ, არ მოგესმათ, ეს ქართული ხალხული სიმღერა „განდაგანაა“, რომელიც "ტიკ-ტოკის" ტრენდად იქცა. ბოლო პერიოდის განმავლობაში სიმღერა არა ქართველებში, არამედ თვით არაბულ ქვეყნებშია გავრცელებული. ხშირად შევხვდებით სხვადასხვა ჟანრის ვიდეოს, რომლებსაც "განდაგანას" მელოდია მისდევს ფონად.

საინტერესოა, როგორ გავრცელდა ქართული ხალხური სიმღერა არაბებში. ერთ-ერთი იდეის თანახმად, ქართველები და არაბები ერთად ხშირად თამაშობენ ბოლო პერიოდის ცნობილ თამაშს "ფაბჯის". შესაბამისად, სიმღერის გაზიარების მომენტი შესაძლებელია ყოფილიყო.