loader

ირინკა კავსაძის ემოციური დამშვიდობება - "ჩემი გული შენია მუდამ და ყოველთვის" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ირინკა კავსაძის ემოციური დამშვიდობება - "ჩემი გული შენია მუდამ და ყოველთვის"

ირინკა კავსაძე "ინსტაგრამზე" კახი კავსაძესთან ერთად გადაღებულ ფოტოებს ემოციური მინაწერით აქვეყნებს:

"ჩემო საუკეთესო მეგობარო. ბაბუ. მადლობა შენ ყველაფრისთვის. დანარჩენი ჩვენში დარჩეს. შენ ისედაც ძალიან კარგად იცი ჩემს გულში რაც ხდება. ჩემი გული შენია მუდამ და ყოველთვის. მიყვარხარ უსაზღვროდ. კიდევ შევხვდებით აუცილებლად", - წერს ირინკა კავსაძე.

ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი კახი კავსაძე 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. კახი კავსაძეს 2020 წლის 28 ნოემბერს კოვიდ-19 დაუდასტურდა. იგი თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში სუნთქვის მწვავე უკმარისობით მკურნალობდა.