loader

"მე იმ ერთ-ერთი ექიმთაგანი ვარ, ვინც ვერც პასკა გამოაცხო, ვერც კვერცხები შეღება, ვერც ლიტანიობაზე წავიდა იმიტომ, რომ..." - რას წერს ექიმი სოციალურ ქსელში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მე იმ ერთ-ერთი ექიმთაგანი ვარ, ვინც ვერც პასკა გამოაცხო, ვერც კვერცხები შეღება, ვერც ლიტანიობაზე წავიდა იმიტომ, რომ..." - რას წერს ექიმი სოციალურ ქსელში


ექიმი ფიქრია შიომღვდლიშვილი სოციალურ ქსელში სანთლით ხელში ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ იმ პროფესიის ადამიანია, ვინც აღდგომის დღესასწაულის ჯეროვნად აღნიშვნა ვერ მოახერხა.

„მე იმ ერთ-ერთი ექიმთაგანი ვარ, ვინც ვერც პასკა გამოაცხო, ვერც კვერცხები შეღება, ვერც ლიტანიობაზე წავიდა… აღდგომასაც, ისევე, როგორც შობას, როგორც ახალ წელს, როგორც ნებისმიერ სხვა დღესასწაულს, ვერ შეხვდა ოჯახთან ერთად, იმიტომ, რომ სხვები შეხვდნენ სახლში ცოცხლები და ჯანმრთელები ყოველ ახალ დღეს…

ქრისტე აღსდგა…

პირველ რიგში, ყველა ჩემს მორიგე კოლეგას ვულოცავ. მე და თქვენ ვიცით, რომ სწორედ უფალმა გვარგუნა მკურნალის მისია და ღმერთმა პირნათლად შეგვასრულებინოს ცხოვრების ბოლომდე.

შემდეგ ყველას, ვისაც ეს დღესასწაული მთელი მისი სიდიადით გესმით და გეძვირფასებათ. უფალმა ცეცხლის გარდამოსვლით კიდევ ერთი შანსი მოგვცა და გონიერად გამოგვეყენებინოს ეს შანსი საკუთარი სულის გადასარჩენად“.