loader

"რაც მაშფოთებს, არის ის, რომ საკმაოდ გაიზარდა მძიმე ახალგაზრდა პაციენტების რაოდენობა" - "მცხეთის სამედიცინო ცენტრის" კლინიკური დირექტორი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"რაც მაშფოთებს, არის ის, რომ საკმაოდ გაიზარდა მძიმე ახალგაზრდა პაციენტების რაოდენობა" - "მცხეთის სამედიცინო ცენტრის" კლინიკური დირექტორი

"მაშფოთებს ის, რომ მძიმე ახალგაზრდა პაციენტების რაოდენობა გაიზარდა", - ამის შესახებ "მცხეთის სამედიცინო ცენტრის" კლინიკურმა დირექტორმა ლიკა მუმლაძემ "მედიაცენტრ მთავარში" პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებაზე ისაუბრა.

როგორც ლიკა მუმლაძე განმარტავს, კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი მაღალია ბავშვებშიც.

"ჩვენთან, ამ ეტაპზე, მცირეწლოვანი ბავშვების მიღება არ ხდება, თუმცა, კოლეგებისგან როგორც მაქვს ინფორმაცია, საკმაოდ მაღალია ბავშვებში ინფიცირების მაჩვენებელი. ჩვენთან უფრო მეტად მაშფოთებს ის, რომ გაიზარდა მძიმე ახალგაზრდა პაციენტების რაოდენობა. საშუალო ასაკის, 40-დან 58 წლამდე მძიმე მიმდინარეობის პაციენტების წილმა მოიმატა", - აცხადებს ლიკა მუმლაძე.