loader

“გაოგნებული ვარ იმაზე, რაც ამ დღეებში ქართველ ჟურნალისტებთან კომუნიკაციის დროს გადამხდა თავს!“ - რას წერს ლუკა ჩიქოვანი, რომელმაც House of Gucci-ში როლი შეასრულა? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“გაოგნებული ვარ იმაზე, რაც ამ დღეებში ქართველ ჟურნალისტებთან კომუნიკაციის დროს გადამხდა თავს!“ - რას წერს ლუკა ჩიქოვანი, რომელმაც House of Gucci-ში როლი შეასრულა?

ახალ­გაზ­რდა ქარ­თვე­ლი მსა­ხი­ო­ბი, ლუკა ჩი­ქო­ვა­ნი ჰო­ლი­ვუ­დის ვარ­სკვლა­ვებ­თან ერ­თად ფილმში - House of Gucci გა­მოჩ­ნდე­ბა. რო­გორც ცნო­ბი­ლია, ლუკა ფილმში ეპი­ზო­დურ როლს შე­ას­რუ­ლებს. ამ ამ­ბით ქარ­თვე­ლებ­მა ძა­ლი­ან გა­ი­ხა­რეს, თუმ­ცა ლუ­კას გარ­კვე­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბიც შე­ექ­მნა, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც ის "ფე­ის­ბუქ­ში" წერს:

გულ­წრფე­ლად დამ­წუხ­რე­ბუ­ლი და გა­ოგ­ნე­ბუ­ლი ვარ იმა­ზე, რაც ამ დღე­ებ­ში ქარ­თველ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ის დროს გა­დამ­ხდა თავს! ბევ­რმა ქარ­თულ­მა ტე­ლე­არ­ხმა მომ­წე­რა ინ­ტერ­ვი­უს ჩა­სა­წე­რად ფილმ "House of Gucci"-ში (სა­დაც ეპი­ზო­დურ როლს ვთა­მა­შობ და არა­ფე­რია ასე­თი გა­სა­ო­ცა­რი) ჩემი მო­ნა­წი­ლე­ო­ბის შე­სა­ხებ.

ად­ვი­ლი შე­სამ­ჩნე­ვი იყო, რომ ყვე­ლა მათ­განს ექ­სკლუ­ზი­ვი სურ­და და აქ­ტი­უ­რად “იბ­რძოდ­ნენ” ამის­თვის, ჟურ­ნა­ლის­ტებს არ ვარ­ჩევ იმის მი­ხედ­ვით თუ რო­მე­ლი არ­ხი­დან, ან პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ის იდე­ის გა­მავ­რცე­ლე­ბე­ლი ტე­ლე­ვი­ზი­ის წა­მო­მად­გე­ნელ­ნი არი­ან, ინ­ტერ­ვიუ მი­ვე­ცი იმათ, ვინც პირ­ვე­ლებ­მა მომ­წე­რეს, და­ნარ­ჩე­ნი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი­სა კი რა­ტომ­ღაც თავს და­მესხნენ ამის­თვის, თით­ქოს ინ­ტერ­ვიუ აინ­ტე­რე­სებ­დათ, მაგ­რამ რო­გორც კი შე­ი­ტყვეს, რომ სხვა ტე­ლე­არ­ხმა უკვე გა­მო­აქ­ვეყ­ნა ახა­ლი ამ­ბა­ვი ჩემ­ზე, მომ­წე­რეს რომ გა­ა­უქ­მეს ინ­ტერ­ვიუ და აღარ სურთ ამ ამ­ბის გა­შუ­ქე­ბა.