loader

“ეს არის დღევანდელი მიტინგის ნამდვილი სახე“ - პეტრე კოლხი აქციაზე დაშავებულის ფოტოს აქვეყნებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“ეს არის დღევანდელი მიტინგის ნამდვილი სახე“ - პეტრე კოლხი აქციაზე დაშავებულის ფოტოს აქვეყნებს

პეტრე კოლხი “ფეისბუქზე“ დაშავებული მამაკაცის ფოტოს აქვეყნებს და მწუხარებით აღნიშნავს, რომ ფოტოზე გამოსახულს “ნამოხვანჰესის“ აქციის მონაწილემ დროშის ტარი ჩაარტყა. 


“ამ საქციელს რა ქვია, ეს არის ხომ ერის დაცვა და ბრძოლა სამშობლოს გადარჩენისთვის...
ეს არის ვანდალიზმი, არაადამიანობა, უტიფრობა... უდანაშაულო ადამიანს დროშის ტარს ურტყამ და ერის ღირსებაზე გაქვს პრეტენზია...
ქვის ხანაში ვცხოვრობთ, არაფერი გაგვაჩნია ნამდვილი და ღირებული...
ვის რაში სჭირდება ცარიელი პათეტიკა თუ ადამიანი არ დაინდე...
ეს არის დღევანდელი მიტინგის ნამდვილი სახე...
დასანანია, მართალი ადამიანების პროტესტს მოძალადეებიც რომ ამოეფარნენ და უდანაშაულოებს უსწორდებიან...
სირცხვილი და კიდევ უფრო მეტი, ვიდრე სირცხვილი!..“