loader

"sos, "რა ჭირი არ მომიშორებია ცხოვრებაში, ეს დედაკაცი ვერ მოვიშორე…!" – კიდევ ვის უპირისპირდება რუსუდან მუმლაძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"sos, "რა ჭირი არ მომიშორებია ცხოვრებაში, ეს დედაკაცი ვერ მოვიშორე…!" – კიდევ ვის უპირისპირდება რუსუდან მუმლაძე

მომღერალი რუსუდან მუმლაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და აცხადებს, რომ ქალბატონი, რომელსაც არ იცნობს, „ფეისბუქზე” უკავშირდება და გამუდმებით ლანძღავს.

რუსუდან მუმლაძის თქმით, მაგდა მაკაძე მას უნიჭოსა და მახინჯს უწოდებს.

„ხალხი არ ხართ? მითხრას ვინმემ ამ ქალს ხომ არ იცნობს? ცხოვრებაში თვალით არ მინახავს. აქ ვნახე და ნეტა არ მენახა…
რა ჭირი არ მომიშორებია ცხოვრებაში, ეს დედაკაცი ვერ მოვიშორე…
MAGDA MAKADZE-ა.

მახინჯი ხარ და უნიჭო-ვო მწერს დღე და ღამე ყველგან… შენნაირად მეც ვმღერი სახლშიო… ან რას გავხარო…დედა, რაღა ვქნა, სად გადავარდე?!
ყველგან, თუ რაიმე გვერდი, ხვრელი და არხი არსებობს სოციალურ სივრცეში, ყველგან შემოძვრა. კი ბატონო დავბლოკე.
ისღა დარჩენია, სახლში მომაკითხოს.

ნუუ, ფაქტია სულიერად ავადმყოფია! იქნებ ვინმე იცნობთ?!
სიამოვნებას მანიჭებს სხვებზე ზრუნვა და მივაბარებდი სამკურნალოდ. ღმერთი სიკეთით დამიბრუნებდა! ვახ…”, – წერს რუსუდან მუმლაძე.

ცნობისთვის, რამდენიმე კვირის წინ რუსუდან მუმლაძემ ია ფარულავას „ფარულ კონვერტში“ სტუმრობისას განაცხადა, რომ მისი ქმრის ყოფილი მეუღლე მარინა ბერიძე მას ბლოკავს და ამის რამდენიმე მაგალითი მოიყვანა.

მისივე თქმით, მარინა ბერიძეს განქორწინების პროცესში საყვარელი ადამიანის დაკარგვის ნაცვლად, რეპუტაციის შელახვა აღელვებდა.

გადაცემას დიდი გამოხმაურება მოჰყვა და უამრავმა ადამიანმა მარინა ბერიძეს სოლიდარობა გამოუცხადა, ხოლო რუსუდან მუმლაძე კი გააკრიტიკეს.

რუსუდან მუმლაძეს ცნობილი მომღერლები ინდირა ჯგერნაია და მაია დარსმელიძე დაუპირისპირდნენ.