loader

"დღეს შევესწარი, სკვერში დავინახე, ხელზე ეფერებოდა; ბოლოს უთხრა, წამოდი, 3 წუთით გამყევიო..." - დიდი დიღმიდან სკანდალური პოსტი ვრცელდება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დღეს შევესწარი, სკვერში დავინახე, ხელზე ეფერებოდა; ბოლოს უთხრა, წამოდი, 3 წუთით გამყევიო..." - დიდი დიღმიდან სკანდალური პოსტი ვრცელდება

დიდი დიღმის დახურულ ჯგუფში ასეთი შინაარსის პოსტრი ვრცელდება:
"მოგესალმებით უბნელებო. მესამეში, ერთ-ერთ სკვერში თუ შეგინიშნავთ ჭაღარათმიანი მამაკაცი, რომელიც ხშირად არის ნასვამ მდგომარეობაში და გამუდმებით ეძახის ბავშვებს, რომ მივიდნენ მასთან. დღეს შევესწარი, მეხუთეკლასელ გოგონასთან ერთად იჯდა და ამ ბავშვს ეუბნებოდა, რომ არის ულამაზესი, გამოჰკითხა, სად ცხოვრობდა და ვისთან ერთად, ცოტა ხანში ხელზე ეფერებოდა. ამ ბავშვს თვალით რამდენიმჯერ ვანიშნე, რომ გამოსულიყო და თავი აერიდებინა. ბოლოს კი ამ კაცმა ამ გოგონას უთხრა: წამოდი, 3 წუთით გამყევიო. ამ ბავშვმა, არ მინდა არსად წამოსვლა, ძლივს გამოვედი სახლიდანო. და ეს კაცი ეუბნება, გთხოვ რა, არ მაწყენინოო. ეს ბავშვი ადგა, დაავლო ჩანთას ხელი და გაიქცა სასწრაფოდ, ოღონდ ამ კაცმა ბოლომდე გააყოლა თვალი, სად მიდიოდა. რაღაცნაირად ძალინ შემეშინდა. ძალიან გთხოვთ, დედებო, ყურადღებით იყავით. არ მომწონს ამ ადამიანის საქციელები."  - წერს ერთ-ერთი ადგილობრივი.