loader

"ვაიმე, რა ძალა აქვთ" - ვახო სანაია მასზე თავდასხმის მომენტში გადაღებულ კადრებს ასაჯაროებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ვაიმე, რა ძალა აქვთ" - ვახო სანაია მასზე თავდასხმის მომენტში გადაღებულ კადრებს ასაჯაროებს

ჟურნალისტი ვახო სანაია მასზე თავდასხმის მომენტში გადაღებულ კადრებს აქვეყნებს. "საინტერესოა, მაშველები რას იტყვიან ერთი პროცესზე 7 ივნისს, რა ვერ დაინახეს.
2 დღის წინ ტელეფონს ვასუფთავებდი და აღმოჩნდა, რომ რამდენიმე წამის გადაღება მომისწრია. რადგან ავტორეგისტრატორის უწყვეტი მასალა არსებობდა, აღარც გამხსენებია, რომ გვერდიდანაც მქონია გადაღებული ტელეფონით. მეგონა, ფოტო იყო მხოლოდ, რომელი სურათი თუ ამ ვიდეოდან სქრინი იმავე თუ მეორე დღეს მივეცი ჟურნალისტებს.
დაცვის მხარე ამტკიცებს, რა აბსურდია, როგორ დაეტეოდა მანქანასა და რაღაც ნაგებობას შორის ამდენი ადამიანიო. და საერთოდაც, კარგად იქცეოდნენ ეს ,,მოგუნდავე ბიჭებიო". კადრებში ჩანს, როგორ გვიტავენ უკვე თავდასხმისა და ფიზიკური ანგარიშსწორების შემდეგაც კი მანქანაში მსხდომთ.
მანქანაში ისმის ძიძის ხმა, როგორ კანკალებს ბავშვი. მანამდე და მას შემდეგაც სანი ისტერიკულად ტიროდა.
ასევე ისმის როგორ იძახებს ნანა მურისიძე პოლიციას.
PS
დღეს პროცესზე ავტორეგისტრატორის კადრებს ერთად ვუყურეთ მხარეებს და წყობიდან გამომიყვანა დაცვის მხარისა და ბრალდებულების უტიფრობამ. უკვე კადრების ნახვის დროსაც კი ყველაფერს უარყოფენ, ხალხო. ვიდეოში ჩანს უტყუარი ფაქტები და არა, ეგრე არ იყოო ! ასეთი უნამუსობა ცხოვრებაში არ მინახავს.
გარეთ გამოსულს კი გიგაურის დედა მეუბნება, რა მოხდა მერე დათვრა ვაჟიკოო. გესმით თქვენ, ბოდიშის მოხდა აზრადაც კი არ მოსდით. გიგაური ესაა, ამ ვიდეოში რომ მანქანის კარის გამოღებას ცდილობს." - წერს სანაია.