loader

რა უნდა ვიცოდეთ ბავშვების ახალ გატაცებაზე, რომელიც პანდემიის დროს საოცრად პოპულარული გახდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა უნდა ვიცოდეთ ბავშვების ახალ გატაცებაზე, რომელიც პანდემიის დროს საოცრად პოპულარული გახდა

"ფოფითები" ბავშვების ცხოვრებაში უეცრად გამოჩნდნენ და ერთიანად ჩაანაცვლეს სპინერები, ტყლარწები და სხვა მსგავსი გასართობები.
სოციალურ ქსელში ხშირად შეხვდებით მშობლების მიერ დასმულ შეკითხვას, რა არის "ფოფითი", რომელზეც მათი შვილები ბოლო პერიოდში სულ უფრო ხშირად საუბრობენ.

„ფოფითი“ - ახალი ფიჯეტია, რომელიც ელვის სისწრაფით გავრცელდა მსოფლიოს ყველა ქვეყანაში და გამოსვლისთანავე გაყიდვების ლიდერი გახდა. „ფოფითები“ სხვადასხვა ფორმის, ზომის და ფერისაა. მაგალითად, ისრაელში „ფოფითები“ ყველაზე გაყიდვადი სათამაშოა. ის ყველა ბავშვს აქვს. სკოლებში, დასვენებების დროს, სკოლის მოსწავლეები სწორედ „ფოფითების“ თამაშით ერთობიან.

„ფოფითი“ ასევე ძალიან კარგია მცირეწლოვანი ბავშვებისთვისაც. ის რბილი და უსაფრთხოა. „ფოფითის“ დახმარებით შეგიძლიათ ბავშვს თვლაც ასწავლოთ.