loader

“ამას ვამბობ 1 წელია და ყველამ "კატოკით" გადამიარა! ეს მერამდენე აღიარებაა?!“ - გიორგი ფხაკაძე საზოგადოებას აფრთხილებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“ამას ვამბობ 1 წელია და ყველამ "კატოკით" გადამიარა! ეს მერამდენე აღიარებაა?!“ - გიორგი ფხაკაძე საზოგადოებას აფრთხილებს

“ამას ვამბობ 1 წელია და ყველამ, აბსულუტურად ყველამ "კატოკით" გადამიარა...
ეს მერამდენე აღიარებაა?! იქნებ თქვენ დათვალოთ...
ნელ-ნელა ყველაფერი, რასაც მე ვუზიარებდი ჩვენს საზოგადოებას, საბოლოოდ დასტურდება 3-6 თვეში, ზოგჯერ 12 თვე უნდა... როდემდე უნდა ვიყოთ ასე?!
მოუსმინეთ პროფესიონალებს
მოუსმინეთ ექსპერტებს
მოუსმინეთ მეცნიერებას
ვინ არის პროფესიონალი და ვინ არის ექსპერტი, ამას დრო აჩვენებს ... და უკვე აჩვენა
გადახედეთ 2020 წლის მარტიდან, ვინ რას აზიარებდა, ვინ რა პოზიციაზე იყო, ვინ და როგორ აფრთხილებდა საზოგადოებას ...
დანარჩენი თქვენ განსაზღვრეთ ...“ - ასე ეხმაურება პროფესორი გიორგი ფხაკაძე ამირან გამყრელიძის განცხადებას იმის შესახებ, რომ ორჯერადად აცრილებს, შესაძლოა მესამე, დამატებითი აცრის გაკეთება დასჭირდეთ. 

“ალბათ, ჩვენ დაგვჭირდება მესამე დოზა, რომ უფრო მყარი ხელოვნური იმუნიტეტი შეიქმნას მოსახლეობაში - საერთაშორისო და მსოფლიო მეცნიერება ფიქრობს, რომ ასე მარტივად კოვიდი არ დამთავრდება და ჩვენ დიდი ალბათობით, კოვიდსაწინააღმდეგო აცრები ყოველწლიურად დაგვჭირდება, სანამ ბუნებრივად არ მოხდება ვირუსის ვირულენტობის შემცირება,“ - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ვებინარზე განაცხადა.