loader

თბილისის იმ ქუჩების ჩამონათვალი, სადაც დღეს წყალი შეწყდება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თბილისის იმ ქუჩების ჩამონათვალი, სადაც დღეს წყალი შეწყდება

10 ივნისს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კილომეტრზე წყალმომარაგების მაგისტრალურ მილზე გადაუდებელ სამუშაოებს განახორციელებს.

კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ამ ეტაპზე მოსამზადებელი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. მაგისტრალური მილის დაზიანებული მონაკვეთის აღსადგენად რთული ტექნიკური და შედუღებითი სამუშაოები კომპანიის ტექნიკური ჯგუფების მიერ 10 ივნისს ჩატარდება.

„აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია წყალმომარაგების ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 10 ივნისს, 11:00 საათიდან საღამოს 22:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება:

დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში - დიღმის მასივის II-V კვარტლებს, ლუბლიანას, ბელიაშვილის, ახმეტელის, რობაქიძის, პაიჭაძის, მიქელაძის, ონიანის, ბოხუას, ჩაჩავას და მიმდებარე ქუჩებს;

წინამძღვრიშვილის და ნინოშვილის ქუჩების ნაწილს, აღმაშენებლის, თამარ მეფის და წერეთლის გამზირის ნაწილს, ცაბაძის, ფიფიების, გორის, ქურდიანის, ყიფიანის, პასტერის, აგლაძის, ხოშარაულის, ევდოშვილის, თევდორე მღვდლის ქუთაისის, გაფრინდაულის, სამტრედიის, ფოთის და კერესელიძის და მიმდებარე ქუჩებს.

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს. სამუშაოების მიმდინარეობისას, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, "ფეისბუქისა" და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge“, - ნათქვამია ინფორმაციაში.