loader

რა ვითარებაა ბოლნისში - იმ ადგილას, სადაც მდინარეში დიდი ოდენობით პლასტმასის ბოთლები გადაყარეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ვითარებაა ბოლნისში - იმ ადგილას, სადაც მდინარეში დიდი ოდენობით პლასტმასის ბოთლები გადაყარეს


დღეს ინტერნეტში გავცელდა ვიდეო, რამაც საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია. ახალგაზრდა მამაკაცმა ბოლნისში, მდინარეში დიდი ოდენობით პლასტმასის ბოთლები გადაყარა. 

გა­რე­მოს დაც­ვი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტროს გა­რე­მოს­დაც­ვი­თი ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტმა და­ად­გი­ნა იმ პი­რე­ბის ვი­ნა­ო­ბა, რომ­ლებ­მაც დიდი ოდე­ნო­ბით პლას­ტი­კის ბოთ­ლე­ბი მდი­ნა­რე­ში ჩა­ყა­რეს. ვი­დე­ო­ში ჩანს, რომ პლას­ტი­კით სავ­სე ქარ­თულ­ნომ­რე­ბი­ა­ნი სა­მარ­შუ­ტო ტაქ­სი­დან ერთი პირი ბოთ­ლებს მდი­ნა­რე­ში ყრის, კიდე ერთი პირი კი ამას ვი­დე­ო­კა­მე­რით იღებს. ამ ეტაპ­ზე უკვე დად­გე­ნი­ლია, რომ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა მოხ­და ქვე­მო ქარ­თლში, კერ­ძოდ ბოლ­ნი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში.

"დად­გინ­და, რომ და­ნა­შა­უ­ლი ბოლ­ნი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში მოხ­და. ასე­ვე დად­გე­ნი­ლია სა­მარ­თალ­დამ­რღვე­ვის ვი­ნა­ო­ბა. სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის საქ­მის წარ­მო­ე­ბა და­წყე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექ­სის 58 მუხ­ლით, ნარ­ჩე­ნე­ბის მარ­თვის კო­დექ­სის 31-ე და მე-40 მუხ­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის ფაქ­ტზე. დე­პარ­ტა­მენ­ტის ქვე­მო ქარ­თლის რე­გი­ო­ნუ­ლი სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის ად­გი­ლის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბას ახორ­ცი­ე­ლე­ბენ. გა­რე­მოს­დაც­ვი­თი ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტი, მომ­ხდარ­ზე, კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ ზო­მებს გა­ა­ტა­რებს", - ნათ­ქვა­მია გა­რე­მოს­დაც­ვი­თი ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

ავტორი: ნინი გიგიშვილი