loader

“ჩემი შვილი ახალგამოღვიძებული კანკალებდა, დედა მიშველეო!“ - რას წერს მოქალაქე მოძალადეებზე, რომლებიც სახლში შეუვარდნენ? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“ჩემი შვილი ახალგამოღვიძებული კანკალებდა, დედა მიშველეო!“ - რას წერს მოქალაქე მოძალადეებზე, რომლებიც სახლში შეუვარდნენ?


ხათუნა მშვიდობაძე “ფეისბუქზე“ საზარელ ისტორიას წერს. “რირსების პრაიდის“ მოწინააღმდეგეები მოქალაქეს სახლში შეუვარდნენ. 

“აი ასეთი ამბავი იყო დღეს ჩემს სადარბაზოში და აივანთან. ჯერ კიდევ აზრე ვერ მოვდივარ. მეძინა და სადარბაზოში ჩოჩქოლმა გამაღვიძა. ინსტიქტურად კარები გავაღე რა ხდებათქო? კარების დაკეტვა ვერ მოვასწარი, მოაწვნენ კარებს და შემომიცვივდნენ ეს ორკები სახლში. დაირბინეს ბინა ჩემი ყვირილის შემდეგ რომ მიხვდნენ რომ სხვაგან მოხვდნენ გავარდნენ. ჩემი შვილი ბავშვი პიჟამოში ახალგამოღვიძებული კანკალებდა დედა მიშველეო. დაამსხვრიეს ყველაფერი სადარბაზოში, ჩალეწეს სადარბაზოს კარები, დანგრეულია კიბეები. მოსვრილია სადარბაზო სისხლით. მერე გავიდნენ გარეთ და ქვები დაუშინეს ჩვენს აივანს. ჩემს ზევით არის სირცხვილიას ოფისი თურმე და როგორც მერე მივხვდი მათ საცემრად მიუვარდნენ. ეს ნასროლი ქვა კინაღამ მოხვდა თავში ჩემს შვილს აივანზე.
გამაგებინეთ ეს ქვეყანაა??? გამაგებინეთ საქართველოს მთავრობა როგორ დაუშვით ეს? სპეცრაზმი ხომ გამოგყავთ მაშინ როდესაც თქვენს პოლიტ. პრეფერენციებში შედის მომიტინგეების დასარბევად ...როცა ამის საჭიროებაა მართლა მაშინ რატომ არ გამოგყავთ ამ ველურების დასაოკებლად. როგორ მიეცით ამ მოძალადეებს ამის უფლება?როგორ?????!