loader

"ერთი წუთით გვერდზე გადავდოთ ემოციები და შევხედოთ, შსს-ს კადრებით რა გახდა ცნობილი" - უჩა ნანუაშვილი ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმეზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ერთი წუთით გვერდზე გადავდოთ ემოციები და შევხედოთ, შსს-ს კადრებით რა გახდა ცნობილი" - უჩა ნანუაშვილი ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმეზე

უჩა ნანუაშვილი სოციალურ ქსელში ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას ეხმაურება.

"ერთი წუთით გვერდზე გადავდოთ ემოციები და შევხედოთ, შსს-ს კადრებით რა გახდა ცნობილი:
- სახელმწიფო უთვალთვალებს მოქალაქეებს;
- თუ სურვილი აქვთ, ერთ დღეში შეუძლიათ ყველა მასალა შეაგროვონ ვინმეს დისკრედიტაციისთვის;
- თუ სურვილი აქვთ გამოიძიებენ საქმეს და ასობით მოძალადეს დააკავებენ 53 ჟურნალისტის ცემისთვის; უბრალოდ არაა ამის სურვილი;
- თუ სურვილი აქვთ ბაჩალიაშვილის ლოკაციასაც დაადგენდნენ და არ "ეძებდნენ" 3 დღე, აფგან მუხთარლი რამდენიმე კამერაზე მაინც დაფიქსირდებოდა ასობით კილომეტრის გავლისას;
- იციან სად იყიდება ნარკოტიკები;
- ნარკომოვაჭრეებს არ აკავებენ, მათ სახლთან კამერებს აყენებენ;
- ანუ სახელმწიფო მფარველობს ნარკოდილერებს და მოჩვენებით სპეცოპერაციებს ატარებს გარკვეულ უბნებში რამის გადასაფარად პერიოდულად;
- ნარკოტიკების გასაღებაზე გამოძიება არ იწყება, მხოლოდ ფილმები მზადდება, ისიც უხარისხო;
- კერძო პირების თუ ე.წ. სააგენტოების მეშვეობით ავრცელებს პერსონალურ მონაცემებს, რომელიც მხოლოდ სახელწიფოსთვისაა ცნობილი და მისი გამჟღავნება კანონის დარღვევაა და დასჯადია, და ეს გავრცელება არა დანაშაულის გამოძიებას, არამედ პირის დისკრედიტაციას ემსახურება;
- მსგავსი ინფორმაცია აქვთ სავარაუდოდ ბევრ ადამიანზე და საჭირო დროს ვრცელდება, არაერთი მსგავსი ფაქტი გვახსოვს წინა თუ ამჟამინდელი ხელისუფლებების დროს;
- ამ ყველაფერში იხარჯება გადასახადის გადამხდელის რესურსი, ნაცვლად იმისა, რომ ებრძოლოს კრიმინალს, დაიცვას მოსახლეობის სიცოცხლე და ჯანმრთელობა, შავ პიარში მიდის უზარმაზარი რესურსი;
- ამ ყველაფრის გაკეთება მაღალი თანამდებობის პირების გარეშე შეუძლებელია და ეს არაა რომელიმე პოლიციელის თვითშემოქმედება;
- ეს სისტემა წლებია არსებობს, და იგივე ხდება ხელისუფლების ცვლილების მიუხედავად, საბჭოთა მილიცია და კგბ-ს სკოლა ისევ მუშაობს; იგივე ხალხი ემსახურებოდა სისტემას და განაგრძობს ასე მუშაობას.
რატომ არ ხდება ლუსტრაციის პროცესის დაწყება და საბჭოთა თუ პოსტსაბჭოთა წარსულის გადაფასება, და ვერ გამოვდივართ ჩაკეტილი წრიდან, ალბათ ესეც ნათელია მგონი", - წერს ნანუაშვილი.