loader

"ან ღარიბაშვილი საქართველოს ჩააბნელებს ისე, როგორც დღეს ჩაბნელდა ყველა ოპოზიციური არხი, ან ჩვენ, ჟურნალისტები გავიმარჯვებთ" - ნანუკა ჟორჟოლიანი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ან ღარიბაშვილი საქართველოს ჩააბნელებს ისე, როგორც დღეს ჩაბნელდა ყველა ოპოზიციური არხი, ან ჩვენ, ჟურნალისტები გავიმარჯვებთ" - ნანუკა ჟორჟოლიანი

"ყოველთვის, როცა ვბრაზდებოდით, აქ ვუშვებდით ორთქლს და სულ რამდენიმე დღეში, ისე ვაგრძელებდით ცხოვრებას, თითქოს არავინ მოუკლავთ, არავინ დაკარგულა, არაფერი მომხდარა. ამჯერად ასე არ იქნება! 53 ჟურნალისტი ცემეს და ამის მიზეზი ირაკლი ღარიბაშვილის მოწოდება იყო. ამას არ გავატარებთ და ვინც გაატარებს იცხოვრებს ისეთ საქართველოში როგორშიც ცხოვრობთ დღეს! ჩაბნელებულ ტელეეთერებს ვგულისხმობ. მხოლოდ ტელეკომპანია "იმედი" დაგრჩებათ, სადაც მხოლოდ თურქულ სერიალებს გაჩვენებენ მაშინ, როცა ხალხს ცემით კლავენ ქუჩაში! ან ღარიბაშვილი საქართველოს ჩააბნელებს ისე, როგორც დღეს ჩაბნელდა ყველა ოპოზიციური არხი ან, ჩვენ, ჟურნალისტები გავიმარჯვებთ", - ამის შესახებ ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში წერს.