loader

ვრცელდება "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ოპერატორზე თავდასხმის ფაქტზე კიდევ ერთი პირის დაკავების კადრები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვრცელდება "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ოპერატორზე თავდასხმის ფაქტზე კიდევ ერთი პირის დაკავების კადრები

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 5 ივლისს "თბილისი პრაიდის" საწინააღმდეგო აქციის მონაწილე კიდევ 1 მოძალადე პირი "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ოპერატორზე თავდასხმის ფაქტზე დააკავა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის, ასევე, ჯგუფური ძალადობის ფაქტებზე კიდევ 1 პირი - 1992 წელს დაბადებული გ.მ. დააკავა.

გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 5 ივლისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, "თბილისი პრაიდის" საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს ბრალდებულმა გ.მ.-მ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ოპერატორს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა დადგენა-დაკავების მიზნით გრძელდება საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებები", - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.