loader

კოლუმბიაში პოლიციამ 5 ტონაზე მეტი ნარკოტიკი ამოიღო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კოლუმბიაში პოლიციამ 5 ტონაზე მეტი ნარკოტიკი ამოიღო

კულუმბიის ძალოვნებმა პანამისა და აშშ-ის სპეცსამსახურებთან ერთად 5.4 ტონა ნარკოტიკი
ამოიღეს. კოლუმბიის სამხედრო-საზღვაო ძალების განცხადებით, ნარკოტიკი 185 მილიონი
დოლარის ღირებულების არის.

აღნიშნულია, რომ კოკაინის ტომრების ნაწილი პოლიციამ დამნაშავეებს გაქცევის დროს წაართვა,
ხოლო ნაწილი სანაპიროზე იყო გადამალული.

"თუ ეს უკანონო საქონელი აშშ-ისა და ევროპის ტერიტორიაზე მოხვდებოდა, ეს ნიშნავს, რომ 16
მილიონი დოზა ამ ქვეყნების ქუჩებში გავრცელდებოდა. ეს კი მთელი მსოფლიოს ჯანმრთელობაზე
უარყოფით შედეგს იქონიებდა." - განაცხადა კოლუმბიის სამხედრო-საზღვაო ძალების
წარმომადგენელმა.

ქვეყნის ხელისუფლების აზრით, კოკაინის ეს პარტია დელ გოლფოს კლანს ეკუთვნოდა, რომლის
მეთაური დაირო ანტონიო უსუგაა.