loader

"ახლა გავიგე, რომ 1-ელ აგვისტოს ყველა კლუბს ჩაკეტავენ" - სტეფანე მღებრიშვილი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ახლა გავიგე, რომ 1-ელ აგვისტოს ყველა კლუბს ჩაკეტავენ" - სტეფანე მღებრიშვილი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს

მომღერალი სტეფანე მღებრიშვილი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს:

"ესე იგი ორი წელი ნორმალური სამსახური ხომ არ მქონია. კონცერტი არ მქონია ერთი წელია. ახლა გავიგე, რომ 1-ელ აგვისტოს ყველა კლუბს ჩაკეტავენ და ის დაგეგმილი ერთი კონცერტიც არ მექნება. ვინმე ფიქრობს, რა გაქანებითაც ჩემი შრომით ვცხოვრობდი და არავის არაფერს ვთხოვდი, ყველა გადასახადს ვიხდიდი… მე როგორ უნდა გავაგრძელო ცხოვრება, ან სხვა მუსიკოსებმა?

ეხლა ეს პოსტი სხვა რამეზეა. ყოველდღე მომდის შორეული ნაცნობების მოთხოვნა, რომ ფული მივცე, "ვასესხო” და რომ ვსინავ, ისეთი ნაწყენები არიან, ისეთებს მწერენ, მეტი არ შეიძლება… ძალიან დიდი ბოდიში და რამე ბიზნესი მაქვს და არ ვიცი, ვინმე კორუმპირებული ტიპი ვარ და დახმარებას მთხოვთ? აქეთ დასახმარებელია ჩვენი სფერო, რომელზეც არავინ ფიქრობს! პ:ს: რამდენი თანხაც ვალად მაქვს გაცემული, ეგ რომ დამიბრუნოთ ნახევარი წელი პრობლემების გარეშე ვიგულავებ!".