loader

მიხეილ სააკაშვილი ვიდეომიმართვას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მიხეილ სააკაშვილი ვიდეომიმართვას ავრცელებს

2020 წლის ნოემბერში, სრულიად უკანონოდ დააკავეს უკრაინული კატარღა.
ამ კატარღაზე იყო სახელმწიფო დაცვის სამსახურის ოფიცერი, ჩემი პრეზიდენტობის დროს მიხეილ ბატურინი და რატომღაც ჩათვალეს, რომ ამ კატარღაზე შეიძლება მე ვყოფილიყავი.
მას შემდეგ, რაც ვერ აღმომაჩინეს ესენი მაინც დააკავეს და პროკურატურა სთავაზობდა საპროცესო გარიგებას - რაზეც უკრაინელებმა და ბატურინმა კატეგორიული უარი თქვეს იმიტომ, რომ ისინი იყვნენ მართლები და ამის გამო, 9 თვე ყავდათ ციხეში.
მხოლოდ მას შემდეგ, რაც ზელენსკიმ თქვა და გააუქმა ორმხრივი სამიტი საქართველოსთან და თქვა, რომ არ ჩავიდოდა არც ევროკავშირის მიერ მოწყობილ სამიტზე და მაია სანდუმ მოლდოვას პრეზიდენტმაც თქვა, თუ უკრაინელები არ ჩავიდოდნენ, ისიც არ ჩავიდოდა... ესე იგი სამიტი ეშლებოდათ.
დღეს, დილის 7 საათზე, ფართხა-ფურთხით, ე.წ პრეზიდენტმა შეიწყალა და გამოუშვეს გარეთ - მიუხედავად იმისა, რომ მათ უარი თქვეს შეწყალების განცხადების დაწერაზე.
ისინი შეიწყალეს, მათი თხოვნის გარეშე ბატურინთან ერთად.
ეს არის დამსახურება პირველ რიგში პრეზიდენტი ზელენსკის და საერთაშორისო თანამეგობრობის.
და ის როგორ სამარცხვინოდაც მოიქცა საქართველოს ე.წ ხელისუფლება და სინამდვილეში უზურპატორები, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ესენი დროზე არიან მოსაშორებლები.
იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ აჭამეს სირცხვილი ჩვენს ქვეყანას!
ე.წ პრეზიდენტმა, მორიგ ჯერ დაამტკიცა, რომ ჩვეულებრივი მარიონეტია და შემსრულებელია ბატონის ე.ს ოლიგარქის ბრძანების.