loader

ტოკიოში ზაფხულის ოლიმპიადის გახსნის ოფიციალური ცერემონია მიმდინარეობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ტოკიოში ზაფხულის ოლიმპიადის გახსნის ოფიციალური ცერემონია მიმდინარეობს

ტოკიოში ზაფხულის ოლიმპიადის გახსნის ოფიციალური ცერემონია მიმდინარეობს. გახსნის ცერემონია ფოიერვერკით დაიწყო. წელევანდელ სანახაობაზე მინიმალისტურ სტილზე გაკეთდა აქცენტი, რაც ნაკლებ მონაწილეს და მეტ დისტანციას გულისხმობს.

გახსნის ცერემონიას 1000-მდე ადამიანი, ძირითადად, დელეგაციების წარმომადგენლები და ოფიციალური პირები ესწრებიან.

საზოგადოების წინაშე წარდგნენ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი თომას ბახი და იაპონიის იმპერატორი ნარუჰიტო. იაპონიის დროშის აღმართვის რიტუალი კი ეროვნული ჰიმნის თანხლებით ჩატარდა. ამის შემდეგ წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს იმ ადამიანების ხსოვნას, რომლებიც პანდემიას ემსხვერპლნენ; ასევე - მათ, ვინც ოლიმპიური ოჯახის ნაწილი იყო. ახლა კი მოედანზე სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს ეროვნული დროშები გამოაქვთ. კოვიდრეგულაციებიდან გამომდინარე, ბევრი მონაწილე უშუალოდ მათი გამოსვლის წინ ჩავა იაპონიაში. წელს ოლიმპიადას სპორტის ხუთი ახალი სახეობა დაემატება: ბეისბოლი / სოფთბოლი, კარატე, სკეიტბორდი, სპორტული ცოცვა და სერფინგი. ოლიმპიადა, რომელიც მაყურებლების გარეშე ტარდება, 8 აგვისტოს დასრულდება. 24 აგვისტოდან 5 სექტემბრამდე კი პარაოლიმპიური თამაშები გაიმართება. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი აცხადებს, რომ ოლიმპიადა „უსაფრთხო და დაცული" იქნება.

„ტოკიო 2020“ გასულ წელს უნდა გამართულიყო, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო გადაიდო.