loader

რა კადრებს ავრცელებს "მთავარი არხი" ლექსო ლაშქარავას საქმესთან დაკავშირებით და რას პასუხობს სამ­ხა­რა­უ­ლის სა­ხე­ლო­ბის ექსპერტიზის ბიურო? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა კადრებს ავრცელებს "მთავარი არხი" ლექსო ლაშქარავას საქმესთან დაკავშირებით და რას პასუხობს სამ­ხა­რა­უ­ლის სა­ხე­ლო­ბის ექსპერტიზის ბიურო?

"მთავარი არხის" ცნობით, არხმა ლექსო ლაშქარავას საქმესთან დაკავშირებით სათვალთვალო კამერის ჩანაწერები მოიპოვა.

ლე­ვან სამ­ხა­რა­უ­ლის სა­ხე­ლო­ბის ექ­სპერ­ტი­ზის ეროვ­ნუ­ლი ბი­უ­რო გარ­დაც­ვლი­ლი ოპე­რა­ტო­რის, ლექ­სო ლაშ­ქა­რა­ვას შე­სა­ხებ ტე­ლე­კომ­პა­ნია "მთა­ვარ არხზე " გა­სულ სი­უ­ჟეტ­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს და გან­მარ­ტავს, რომ ინ­ფორ­მა­ცია, თით­ქოს გარ­დაც­ვლი­ლი ბი­უ­რო­ში ერთი სა­ა­თის და 15 წუ­თის დაგ­ვი­ა­ნე­ბით მი­ას­ვე­ნეს, სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა.

რო­გორც ექ­სპერ­ტი­ზის ბი­უ­როს გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, ლაშ­ქა­რა­ვას ცხედ­რის სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბულ ავ­ტო­მან­ქა­ნა­ში მო­თავ­სე­ბა და­ახ­ლო­ე­ბით, 11:00 სა­ათ­ზე მოხ­და, ცხე­და­რი კი ბი­უ­რო­ში რამ­დე­ნი­მე წუთ­ში მი­ას­ვე­ნეს, რაც ბი­უ­როს ცნო­ბით­ვე, რო­გორც კა­მე­რის ჩა­ნა­წე­რე­ბით, ასე­ვე შე­სა­ბა­მი­სი ოქ­მით და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია.

"2021 წლის 25 ივ­ლისს ტე­ლე­კომ­პა­ნია "მთა­ვა­რის“ გა­და­ცე­მა Post Factum-ში გარ­დაც­ვლი­ლი ოპე­რა­ტო­რის, ლექ­სო ლაშ­ქა­რა­ვას შე­სა­ხებ გა­სულ სი­უ­ჟეტ­თან და­კავ­ში­რე­ბით თით­ქოს, გარ­დაც­ვლი­ლი ბი­უ­რო­ში ერთი სა­ა­თის და 15 წუ­თის დაგ­ვი­ა­ნე­ბით შე­იყ­ვა­ნეს, არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა სი­მარ­თლეს.

ტე­ლე­კომ­პა­ნია "პირ­ვე­ლის“ გარ­დაც­ვლი­ლი ოპე­რა­ტო­რის ლექ­სო ლაშ­ქა­რა­ვას ცხე­და­რი ბი­უ­როს სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზის დე­პარ­ტა­მენ­ტში შე­მოყ­ვა­ნილ იქნა 2021 წლის 11 ივ­ლისს, 11 სა­ათ­სა და 18 წუთ­ზე და და­რე­გის­ტრირ­და პრო­ცე­დუ­რე­ბის შე­სა­ბა­მი­სად.

თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ სა­ჯა­როდ გავ­რცე­ლე­ბულ, ერთ-ერთი ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის მიერ პირ­და­პირ ეთერ­ში გა­და­ცე­მულ კად­რებს, სა­დაც ასა­ხუ­ლია ლექ­სო ლაშ­ქა­რა­ვას ცხედ­რის სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბულ ავ­ტო­მან­ქა­ნა­ში მო­თავ­სე­ბა, რაც მოხ­და და­ახ­ლო­ე­ბით 11:00 სა­ათ­ზე, ცალ­სა­ხაა, რომ ცხე­და­რი ბი­უ­რო­ში რამ­დე­ნი­მე წუთ­ში მო­ას­ვე­ნეს, რაც და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია რო­გორც კა­მე­რის ჩა­ნა­წე­რე­ბით, ასე­ვე შე­სა­ბა­მი­სი ოქ­მით.

აღ­ნიშ­ნუ­ლი ფაქ­ტის შე­სა­ხებ ბი­უ­როს პრეს­ცენ­ტრთან აქ­ტი­უ­რი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის მეშ­ვე­ო­ბით 11 ივ­ლისს­ვე ჰქონ­და ინ­ფორ­მა­ცია არა­ერთ ჟურ­ნა­ლისტს, რომ­ლე­ბიც იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზის დე­პარ­ტა­მენ­ტის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და აშუ­ქებ­დნენ გარ­დაც­ვლი­ლი ოპე­რა­ტო­რის საქ­მეს.

სამ­წუ­ხა­როა, რომ Post Factum-ის ჟურ­ნა­ლის­ტის მიერ მოხ­და არას­წო­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბა, რაც შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლია და რე­პუ­ტა­ცი­ის შემ­ლახ­ვე­ლი ბი­უ­როს საქ­მი­ა­ნო­ბის და აქ და­საქ­მე­ბუ­ლი ექ­სპერ­ტე­ბის მი­მართ.

სსიპ ლე­ვან სამ­ხა­რა­უ­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­სა­მარ­თლო ექ­სპერ­ტი­ზის ეროვ­ნუ­ლი ბი­უ­რო კი­დევ ერთხელ გა­მოთ­ქვამს ღრმა მწუ­ხა­რე­ბას გარ­დაც­ვლი­ლი ოპე­რა­ტო­რის ლექ­სო ლაშ­ქა­რა­ვას გამო და უსამ­ძიმ­რებს ოჯახს”, - ნათ­ქვა­მია ბი­უ­როს გან­ცხა­დე­ბა­ში.

ცნო­ბის­თვის, "მთა­ვა­რი არხი“ არ გა­მო­რი­ცხავს, რომ პო­ლი­ცი­ის მან­ქა­ნით ლექ­სო ლაშ­ქა­რა­ვას ცხე­და­რი ექ­სპერ­ტი­ზის ბი­უ­როს ნაც­ვლად, შე­საძ­ლოა, თავ­და­პირ­ვე­ლად სხვა მი­სა­მარ­თზე მი­ეს­ვე­ნე­ბი­ნათ. მა­თი­ვე ცნო­ბით, ლაშ­ქა­რა­ვას სახ­ლი­დან გა­სუ­ლი მან­ქა­ნა ექ­სპერ­ტი­ზის ბი­უ­როს­თან 1 სა­ათ­სა და 15 წუთ­ში მი­ვი­და, რად­გან ბი­უ­რო­ში ავ­ტო­მო­ბი­ლის შეს­ვლა კა­მე­რებ­მა სწო­რედ ამ დრო­ში და­ა­ფიქ­სი­რეს. Post Factum-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით­ვე, სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რე­ბის ჩა­ნა­წე­რე­ბის მი­ხედ­ვით, იმ დროს, როცა ცხე­და­რი ბი­უ­რო­ში უნდა ყო­ფი­ლი­ყო გა­დას­ვე­ნე­ბუ­ლი, პო­ლი­ცი­ის ავ­ტო­მო­ბი­ლი გზა­ში იყო და ექ­სპერ­ტი­ზის ბი­უ­როს ნაც­ვლად, გლ­და­ნის ხი­დე­ბის­კენ მი­დი­ო­და.