loader

"საზოგადოების შეკვეთა იყო, რომ მოხსნილიყო ყველა შეზღუდვა და არ ყოფილიყო "ლოქდაუნი", სახელმწიფო ამაზე წამოვიდა და ახლა უკმაყოფილებას გამოთქვამენ" - თენგიზ ცერცვაძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"საზოგადოების შეკვეთა იყო, რომ მოხსნილიყო ყველა შეზღუდვა და არ ყოფილიყო "ლოქდაუნი", სახელმწიფო ამაზე წამოვიდა და ახლა უკმაყოფილებას გამოთქვამენ" - თენგიზ ცერცვაძე

"საზოგადოების შეკვეთა იყო, რომ მოხსნილიყო ყველა შეზღუდვა და არ ყოფილიყო „ლოქდაუნი“. სახელმწიფო ამაზე წამოვიდა. ახლა ზოგიერთები ამასთან დაკავშირებით უკმაყოფილებას გამოთქვამენ", - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საზოგადოება ბოლომდე კმაყოფილი ვერასდროს იქნება. მან აღნიშნა, რომ პანდემიის სამართავად აუცილებელია მინიმალური რეგულაციების შესრულება და პირბადე უნდა ვატაროთ დახურულ სივრცეებში.

"თუ მთავრობა გეტყვის, რომ ნუ გამართავ ქორწილს, ეს ბიზნესი ხომ არაა? თუ მოსახლეობას არ აქვს მაღალი პასუხისმგებლობის დონე და ის დაარღვევს ყველა რეგულაციას, ბერკეტი მაშინ იქნება სისასტიკე და სიმკაცრე, რისი გაკეთებაც საქართველოში არ უნდათ. თქვენ იცით, როგორ მართავდნენ პანდემიას ჩინეთში, როცა ერთ თვეში მოსპეს ვირუსი? გინდათ, ეს მოხდეს საქართველოში? იცით, როგორ მართავდნენ, სახელმწიფო ნაწილები რომ იდგნენ ავტომატებით? ეს ხომ არ გვინდა?" - განაცხადა ცერცვაძემ.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების რაოდენობა კატასტროფულად გაზრდილია, საქართველო ინარჩუნებს აშშ-ზე და ევროპის 34 ქვეყანაზე უფრო დაბალ სიკვდილიანობას. მისი თქმით, ბოლო 2 კვირის მანძილზე სიკვდილის მაჩვენებელი შემცირდა, აქამდე ის 1.45%-ს შეადგენდა, ახლა კი 1.4%-ია.