loader

“აცრა არ არის რელიგიური საკითხი, ეს მედიკოსების საკითხია და თუ ისინი მოგვიწოდებენ, რომ ვირუსთან ბრძოლის საშუალება არის აცრა, უნდა ვუსმინოთ მათ“ - მეუფე საბა მიმართვას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“აცრა არ არის რელიგიური საკითხი, ეს მედიკოსების საკითხია და თუ ისინი მოგვიწოდებენ, რომ ვირუსთან ბრძოლის საშუალება არის აცრა, უნდა ვუსმინოთ მათ“ - მეუფე საბა მიმართვას ავრცელებს


საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი, მეუფე საბა ინწკირველი ვიდეომიმართვას ავრცელებს.

"ვირუსთან დაკავშირებით ინფორმაცია უნდა მოგვაწოდონ მედიკოსებმა და მათ შორის დღევანდელ დღეს ვაქცინასთან დაკავშირებით მედიკოსები უნდა საუბრობდნენ და არა სასულიერო პირები. რა თქმა უნდა, ისინი საუბრობენ, გვაწვდიან ინფორმაციას და მოგვიწოდებენ აცრისკენ, მაგრამ, სამწუხაროდ, არის სასულიერო პირთა ნაწილი, რომელიც ვირუსის დემონირებას ახდენს და მათი სიტყვით შესაძლებელი ხდება, რომ შეიძლება ადამიანები მოკვდნენ, დაუჯერონ მათ სიტყვას, არ აიცრან და გახდნენ ამ ვირუსის მსხვერპლი.

მე მეკითხებიან, ავიცრათ თუ არა? თავიდანვე ვეუბნები ამ ადამიანებს, რომ სასულიერო პირს ამ შეკითხვას როდესაც მისვამ, შენ უკვე მცდარ გზაზე დგახარ. მე რატომ მეკითხები, რაც მე არ მეხება? აცრა არ არის რელიგიური საკითხი, აცრა მედიკოსების საკითხი და თუ დღეს მსოფლიოში მედიცინის მუშაკები მოგვიწოდებენ იმისკენ, რომ ვირუსთან ბრძოლის საშუალება არის აცრა, მაშინ უნდა ვუსმინოთ მათ სიტყვას, თუ გვინდა, რომ გადავარჩინოთ ჩვენი სიცოცხლე და არ გავხდეთ იმ ფანატიკოსი მღვდლების პროპაგანდის ნაწილი, რომელიც მოუწოდებენ ადამიანებს, რომ არ აიცრან და შეიძლება მათი სიცოცხლე სიკვდილით დამთავრდეს, თუკი მათ დაუჯერებენ, - ამბობს მეუფე საბა.