loader

"ეს არის ნამდვილად უმაგრესი ამბავი... ბევრი კიდევ ვერ ხვდება, თუ რა ხდება დღეს მეცნიერებაში" - გიორგი ფხაკაძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ეს არის ნამდვილად უმაგრესი ამბავი... ბევრი კიდევ ვერ ხვდება, თუ რა ხდება დღეს მეცნიერებაში" - გიორგი ფხაკაძე

გიორგი ფხაკაძის თქმით, "მოდერნამ" ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის (აივ) საწინააღმდეგო ვაქცინაზე მუშაობა დაიწყო. ამის შესახებ ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს.

"ეს პოსტი არ ეხება კოვიდ-19 ვაქცინას! "მოდერნამ" დაიწყო ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის (აივ) საწინააღმდეგო ვაქცინაზე მუშაობა! ეს არის ნამდვილად უმაგრესი ამბავი. უდიდესი ამბავია, ბევრი კიდევ ვერ ხვდება, თუ რა ხდება დღეს მეცნიერებაში. კოვიდ-19 პანდემიამ ბევრი უბედურება მოუტანა კაცობრიობას, მაგრამ ასევე უდიდესი პროგრესი იქნა მიღწეული. ეს არის პოზიტიური პირველი მერცხალი და უფრო ბევრი საინტერესო რამ იქნება ახლო მომავალში. მე ვგულისხმობ თვეებს და წლებს და არა ათწლეულებს. მეცნიერება, პროგრესი და საღი აზრი სულ ყოველთვის იმარჯვებს", - წერს გიორგი ფხაკაძე.