loader

"სასიხარულო ინფორმაცია! ჩვენ აუცილებლად დავამარცხებთ პანდემიას" - ნუგზარ სულაშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"სასიხარულო ინფორმაცია! ჩვენ აუცილებლად დავამარცხებთ პანდემიას" - ნუგზარ სულაშვილი

ემიგრაციისა და დიასპორის ინსტიტუტის ხელმძღვანელი ნუგზარ სულაშვილი, რომელიც საფრანგეთში მოღვაწეობს, სოციალურ ქსელში სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს.

სულაშვილის ცნობით, მედიკამენტებისა და ჯანდაცვის პროდუქტების მარეგულირებელმა სააგენტომ (MHRA) დიდ ბრიტანეთში COVID-19-ის პრევენციისა და მკურნალობის პირველი ანტისხეულების სამკურნალო საშუალების გამოყენების ნებართვა გასცა. საუბარია მედიკამენტ "ფენოფიბრატზე", რომელსაც მისი თქმით, მეცნიერები 1980-იანი წლებიდან იცნობენ და ის ქოლესტერინის დონის გასაკონტროლებლად ფართოდ გამოიყენებოდა.

"სასიხარულო ინფორმაცია!!! გუშინ გესაუბრებოდით იმ მედიკამენტების შესახებ რომელიც მეცნიერთა განსაკუთრებული ინტერესის სფეროში მოექცა COVID-19 დასამარცხებლად და აღვნიშნე, რომ ამ მედიკამენტის წარმოება წლის ბოლოს იგეგმებოდა. დღეს კი ცნობილი გახდა რომ მედიკამენტებისა და ჯანდაცვის პროდუქტების მარეგულირებელმა სააგენტომ (MHRA) უკვე დაამტკიცა დიდ ბრიტანეთში COVID-19-ის პრევენციისა და მკურნალობის პირველი ანტისხეულების სამკურნალო საშუალების გამოყენება. მადლობა მეცნიერთა თავდადებულ შრომას. ჩვენ აუცილებლად დავამარცხებთ პანდემიას!!!" - წერს ნუგზარ სულაშვილი.

სულაშვილი ასევე წერს, რომ მედიკამენტი "ფენოფიბრატი", ლაბორატორიული ექსპერიმენტის შედეგად, "ალფა" და "ბეტა" ვარიანტების წინააღმდეგ ეფექტური აღმოჩნდა, ხოლო მედიკამენტის ეფექტურობას "დელტა" შტამის წინააღმდეგ მკვლევართა გუნდი ახლა იკვლევს.