loader

"ვაი თქვენს პატრონს" - ინგა გრიგოლია ოპოზიციას მიმართავს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ვაი თქვენს პატრონს" - ინგა გრიგოლია ოპოზიციას მიმართავს

"ოპოზიციას მინდა ვკითხო - დღეს რომ სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო და ეს სამი თავდამსხმელი გარეთ გამოუშვეს, სად დადიოდით? ვის ხვდებოდით? რაზე ელაპარაკებოდით ამომრჩეველს? მართლა სად იყავით, მაინტერესებს? რატომ არ კეთდება განცხადებები? ბილიკებსა და ტრანსპორტზე სალაპარაკოდ გადიხართ ამ არჩევნებზე?! ვაი თქვენს პატრონს!" - ამის შესახებ ინგა გრიგოლიამ "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებული სამივე პირი - ვაჟა გიგაური, სულიკო საყევარაშვილი და გიორგი სახელაშვილი, დამნაშავედ ცნო და მათ 6-თვიანი პატიმრობა შეუფარდა, თუმცა პატიმრობის ვადა დღეს იწურება. შესაბამისად, მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, სამივე პირი დღესვე გათავისუფლდება.

ცნობისთვის, სამართალდამცველებმა ვახო სანაიას მიმართ მისი პროფესიული საქმიანობის გამო განხორციელებული დევნისა და დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით მუქარის ფაქტზე 3 პირი დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.