loader

"ამირან ბაბუა მოკლა 2 შვილის დედამ... სასადილოდან მოჰქონდა საკვები, სხვებს უნაწილებდა" - რას წერს რუსთავში მომხდარ საზარელ მკვლელობაზე ადგილობრივი? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ამირან ბაბუა მოკლა 2 შვილის დედამ... სასადილოდან მოჰქონდა საკვები, სხვებს უნაწილებდა" - რას წერს რუსთავში მომხდარ საზარელ მკვლელობაზე ადგილობრივი?


სა­ზა­რე­ლი მკვლე­ლო­ბა მოხ­და რუს­თავ­ში. 24 წლის გო­გომ 80 წლამ­დე მა­მა­კა­ცი ბლაგ­ვი საგ­ნით მოკ­ლა. პო­ლი­ცი­ამ ბრალ­დე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რდა ქალი და­ა­კა­ვა. 

"ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ქვე­მო ქარ­თლის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ცხელ კვალ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად, 1997 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი დ.ჯ. გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს.

და­ნა­შა­უ­ლი 7-დან 15 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.
გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბულ­მა ქა­ლაქ რუს­თავ­ში, სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო თე­მა­ზე და­წყე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის შემ­დეგ, თა­ვის მე­ზო­ბელს - 1942 წელს და­ბა­დე­ბულ ა.პ.-ს, მის­სა­ვე სა­ცხოვ­რე­ბელ ბი­ნა­ში, ბლაგ­ვი საგ­ნის გა­მო­ყე­ნე­ბით თა­ვის არე­ში სა­სიკ­ვდი­ლო და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა. მი­ღე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბის შე­დე­გად ა.პ. ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა.”, - ნათ­ქვა­მია გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით და­მა­ტე­ბი­თი დე­ტა­ლე­ბი ხდე­ბა ცნო­ბი­ლი. რო­გორც რუს­თავ­ში მცხოვ­რე­ბი ანა­ნო ზო­ი­ძე "ფე­ის­ბუქ­ზე" წერს, ბრალ­დე­ბულ ქალს 2 შვი­ლი ჰყავს. რაც შე­ე­ხე­ბა მოკ­ლულ მო­ხუცს, ის სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი იყო, თუმ­ცა პენ­სი­ას აგ­რო­ვებ­და და ზო­ი­ძე ვა­რა­უ­დობს, რომ მკვლე­ლო­ბა ქურ­დო­ბის მო­ტი­ვით მოხ­და.

"გუ­შინ მოკ­ლეს ამი­რან ბა­ბუა. გუ­შინ მოკ­ლეს სა­კუ­თარ ოთახ­ში! მოკ­ლა ერ­თმა არა­ქალ­მა, არა­ა­და­მი­ან­მა! 2შვი­ლის დე­დამ!! უსუ­სუ­რი, უდა­ნა­შა­უ­ლო მო­ხუ­ცი.

2018 წელს გა­ვი­ცა­ნი სუ­რა­თის გა­და­ღე­ბის დღეს. ვეხ­მა­რე­ბო­დი რი­თიც და რო­გორც შე­მეძ­ლო. ცხოვ­რე­ბის­გან და­ჩაგ­რუ­ლი, სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი და მა­ინც ყვე­ლა­ნა­ი­რად უბო­რო­ტო, უკე­თილ­შო­ბი­ლე­სი ადა­მი­ა­ნი იყო. ფი­სო­ებს და ლეკ­ვებს უვ­ლი­და, სა­სა­დი­ლო­დან მოჰ­ქონ­და საკ­ვე­ბი და მათ უნა­წი­ლებ­და ლუკ­მას! და ის მოკ­ლეს

23 წლის გოგო და­ი­ჭი­რეს. 2 შვი­ლის დედა. ამი­რა­ნის სარ­თულ­ზე ცხოვ­რობ­და. 1თვის წინ ამი­რა­ნი გა­ქურ­დეს (მო­მიყ­ვა) და საკ­მა­ოდ დიდი თან­ხა წა­ი­ღეს,აგ­რო­ვებ­და პენ­სია+სო­ცი­ა­ლურს.ჩემი ვა­რა­უ­დით გა­სა­ქურ­დად იყო მი­სუ­ლი და ან სახ­ლში და­უხ­ვდა ან თავ­ზე წა­მო­ად­გა ბა­ბუა" - წერს ზო­ი­ძე.