"მაქვს მოთხოვნა..." - პაატა იმნაძის მეუღლე ხათუნა გოგელია სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის მეუღლე, ბიოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი ხათუნა გოგელია სოციალურ ქსელში გამოდის მოწოდებით, რომ პანდემიის პერიოდში, ნებისმიერი რანგისა და სპეციალიზაციის ექიმს აეკრძალოს "ფეისბუქპოსტები", ინტერვიუები პოპულარულ გამოცემებსა თუ ტელევიზიებში.
"მაქვს მოთხოვნა - პანდემიის განმავლობაში, ნებისმიერი რანგისა და სპეციალიზაციის ექიმს აეკრძალოს ფბ პოსტები, ინტერვიუები პოპულარულ გამოცემებსა და ტელევიზიებში. მოსახლეობისთვის ოფიციალურ პოზიციას აცხადებდეს დიქტორი და მორჩა, წერტილი. P.s. ყველამ თავის უზნეო ნარცისიზმი თეთრ ხალათში გაკვანძეთ!" - წერს ხათუნა გოგელია.