loader

“ორივე კოვიდდადებითი დაიბადა, მთელი ფილტვი მოცულია კოვიდური პნევმონიით“ - ექიმების ინფორმაციით, კორონავირუსით გარდაცვლილი 47 წლის ქალის ახალშობილების მდგომარება მძიმეა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“ორივე კოვიდდადებითი დაიბადა, მთელი ფილტვი მოცულია კოვიდური პნევმონიით“ - ექიმების ინფორმაციით, კორონავირუსით გარდაცვლილი 47 წლის ქალის ახალშობილების მდგომარება მძიმეა


ექიმების ინფორმაციით, კორონავირუსით გარდაცვლილი 47 წლის ქალის ახალშობილების მდგომარება მძიმეა. ტყუპები 28 კვირის ორსულობაზე საკეისრო კვეთით ქუთაისში, კლინიკა „ბომონდში" დაიბადნენ.


“28 კვირის ორსულობაზე დაიბადნენ. შვიდთვიანებიც არ არიან. ზოგადი მდგომარეობა მძიმეა. დაბადებისთანავე აპარატზე გადავიდნენ. რესპირატორული დისტრეს სინდრომით დაიბადნენ, დინამიკაში დამძიმდნენ. ორივე კოვიდდადებითი დაიბადა. კოვიდური პნევმონია აქვთ. 15 დღის არიან, აპარატზე რჩებიან, განსაკუთრებულ, კრიტიკულ მდგომარეობაში ვართ. მთელი ფილტვი მოცულია კოვიდური პნევმონიით. ყველაფერს ვაკეთებთ ამ ბავშვების გადასარჩენად. ვიბრძვით მთელი განყოფილება და იმედი გვაქვს, რომ მოერევიან პატარები“, - განაცხადა მარინა ბარათაშვილმა.

ბავშვები 19 აგვისტოს გაჩნდნენ. ახალშობილების დედა მდგომარეობის დამძიმების გამო, ოჯახმა თბილისში გადაიყვანა. დღეს ცნობილი გახდა, რომ ის კორონავირუსით გარდაიცვალა.