loader

"მშვიდობით... ვერ ვიჯერებ იმას, რაც ახლა ამ წუთებში ხდება, ვერ ვიჯერებ, რომ ვეღარასოდეს გნახავ" - ნიკოლოზ რაჭველი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მშვიდობით... ვერ ვიჯერებ იმას, რაც ახლა ამ წუთებში ხდება, ვერ ვიჯერებ, რომ ვეღარასოდეს გნახავ" - ნიკოლოზ რაჭველი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს

ნიკოლოზ რაჭველი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს და ემშვიდობება მუსიკოს მიშა ჯაფარიძეს, რომელიც ავტოავარიაში დაიღუპა.

"მშვიდობით მიშო… ჩემო უკარგესო, უძვირფასესო, თავმდაბალო, ერთგულო, კეთილო, ნიჭიერო, პროფესიონალო, საოცრად ორგანიზებულო, ნამდვილო დასაყრდენო, ყველაზე გულიანო… ვერ, ვერ, ვერ ვიჯერებ რომ ვეღარასოდეს გნახავ სცენაზე შენი განუყოფელი ინსტრუმენტით ხელში, ვერ ვიჯერებ რომ შენს ტელეფონში აღარ აკრიფავ ხოლმე ახალი კომპოზიციის ჰარმონიებს, ვერ ვიჯერებ რომ აღარასოდეს იქნება ჩვენი ძვირფასი ნინოს საგასტროლო მოგზაურობები შენთან ერთად… ვერ ვიჯერებ იმას, რაც ახლა ამ წუთებში ხდება… მშვიდობით მიშო…", - წერს ნიკოლოზ რაჭველი.