loader

"ეს არის ცრუ... არ ვიცი, ვის აწყობს ამის თქმა, რატომ აწყობს და რატომ ძაბავს მოსახლეობას" - რას ამბობს ლევან რატიანი კოვიდკლინიკებში მძიმე პაციენტების მდგომარეობაზე? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ეს არის ცრუ... არ ვიცი, ვის აწყობს ამის თქმა, რატომ აწყობს და რატომ ძაბავს მოსახლეობას" - რას ამბობს ლევან რატიანი კოვიდკლინიკებში მძიმე პაციენტების მდგომარეობაზე?

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა ჯანდაცვის სამინისტროს და კოვიდკლინიკების ხელმძღვანელებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას კოვიდკლინიკებში მძიმე პაციენტების მდგომარეობაზეც ისაუბრა.

“გვყავს ძალიან ბევრი კრიტიკული პაციენტი. ჩვენდა საბედნიეროდ, კრიტიკული პაციენტების უმრავლესობა ჯანმრთელდება. როდესაც პაციენტი რეანიმაციაში იმყოფება, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის აუცილებლად გარდაიცვლება. არ ვიცი, ვის აწყობს ამის თქმა და რატომ ძაბავენ მოსახლეობას, მაგრამ მე შემიძლია გითხრათ, რომ ბოლო 2 წლის განმავლობაში ჩვენი კლინიკა ყველაზე მძიმე პაციენტებს ემსახურება - როგორც ახალშობილებს, ისე ორსულებს და ლეტალობის ინდექსი, ჩვენდა საბედნიეროდ, მხოლოდ 5,1%-ს შეადგენს. ეს კარგია, მაგრამ ამ ლეტალობაში იგულისხმება, რომ იმისდა მიუხედავად, რომ ექიმებმა ყველაფერი გავაკეთეთ, რომ პაციენტები გადაგვერჩინა, ისინი მაინც გვეღუპებოდნენ, რადგან ადგილი ჰქონდა სიცოცხლესთან შეუთავსებელ მდგომარეობას, რისი მართვაც ექიმებს არ შეეძლოთ", - განაცხადა ლევან რატიანმა.