loader

"ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო დახმარება კოვიდ პაციენტებისთვის... გამოიყენება ერთჯერადად" - რა ინფორმაციას ავრცელებს ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო დახმარება კოვიდ პაციენტებისთვის... გამოიყენება ერთჯერადად" - რა ინფორმაციას ავრცელებს ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი?

ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი ნანა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში კორონავირუსის მკურნალობასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

"ერთ-ერთი საუკეთესო დახმარება კოვიდ პაციენტებისთვის. მაღალი რისკ ჯგუფის ინფიცირებულებში მძიმე კოვიდის პრევენცია მონოკლონალური ანტისხეულების გამოყენებით შესაძლებელია. გამოიყენება ერთჯერადად. პრეპარატის გადასხმა არ საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას. ჩვენს ჰოსპიტალში უკვე დიდი ხანია ამას ვიყენებთ emergency room-ში. დაახლოებით ერთი საათი სჭირდება ინფუზიას და პაციენტი პირდაპირ ეწერება სახლში. ვფიქრობ, საქართველოსთვის საუკეთესო საშუალება იქნება იმისთვის, რომ მაქსიმალურად ბევრ პაციენტს აარიდოს თავიდან მძიმე კოვიდის განვითარების ალბათობა და შესაბამისად დაიცვას ჰოსპიტალური სექტორი გადატვირთვისგან. მონოკლონალურ ანტისხეულებზე კვლევების დეტალებს მოგვიანებით განვიხილავ. ახლა კი CDC რეკომენდაცია მათ გამოყენებაზე", - წერს ნანა გეგეჭკორი.