loader

"მგონი, ჩემ გარდა, ამის თქმას საქართველოში ვერავინ ბედავს" - გიორგი ფხაკაძე ჩინური ვაქცინების კვლევის შესახებ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მგონი, ჩემ გარდა, ამის თქმას საქართველოში ვერავინ ბედავს" - გიორგი ფხაკაძე ჩინური ვაქცინების კვლევის შესახებ

გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში ჩინური ვაქცინების კვლევის შესახებ წერს.

"არასასიხარულო ამბავი ჩინური ვაქცინების კვლევის შესახებ, რომელიც ჩატარდა ჩილეში. მე მგონი, ჩემ გარდა, ამის თქმას საქართველოში ვერავინ ბედავს.

ფაქტები:
კვლევა ჩატარდა ჩილეში 2021 წლის 2 თებერვალიდან 1-ელ მაისამდე;
"დელტა" ვარიანტი პირველად დაფიქსირდა ჩილეში 2021 წლის 21 ივლისს.

დასკვნა:
ჩინური ვაქცინა არის ეფექტური "ვუჰანური" ვარიანტის წინააღმდეგ დაახლოებით 66%;
"დელტა" ვარიანტის წინააღმდეგ მისი ეფექტურობა არ არის დადგენილი და სავარაუდოდ, (ისრაელის და ბრიტანეთის "ფაიზერი"/"ასტრაზენეკას" ანალიზის საფუძველზე) 25-30% არ გადააჭარბებს.

იქნებ, დავანებოთ მარჩიელობანას თავი და შევეშვათ გადაუდებელი ავტორიზაციის მქონე ვაქცინების პროპაგანდას. გადავიდეთ ყველაზე უსაფრთხო, ეფექტურ და სრულიად ავტორიზებულ ვაქცინებზე ("ფაიზერი", მალე "მოდერნაც" დაეწევა)" - წერს ფხაკაძე.