loader

"მხარს დავუჭერ, რომ ვაქცინაცია სავალდებულო იყოს ჩემი კოლეგებისთვის და მასწავლებლებისთვის" - ამირან გამყრელიძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მხარს დავუჭერ, რომ ვაქცინაცია სავალდებულო იყოს ჩემი კოლეგებისთვის და მასწავლებლებისთვის" - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ის მომხრეა ექიმებისა და მასწავლებლებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო გახდეს. ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტ-ქალაქი“ განაცხადა.

"მე მხარს დავუჭერ, პირველ რიგში, რომ სავალდებულო იყოს ჩემი კოლეგებისთვის, სამედიცინო მუშაკებისთვის და მხარს დავუჭერ, რომ სავალდებულო იყოს, პირველ რიგში, მასწავლებლებისთვის, თუ გვინდა, რომ სკოლა გაიხსნას და ბავშვებმა სწავლა დაიწყონ", - განაცხადა გამყრელიძემ.

ამასთან, გამყრელიძემ აღნიშნა, რომ შეზღუდვებისა და გარკვეული რეგულაციების შემსუბუქება ნაადრევად მოხდა. მისი თქმით, კორონავირუსის გაზრდილი მაჩვენებელი რამდენიმე ფაქტორით არის განპირობებული.