loader

კახა კალაძემ ნარკოტესტი ჩააბარა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კახა კალაძემ ნარკოტესტი ჩააბარა

"პასუხის მიხედვით, ყველანაირად სუფთა ვარ. შესაბამისად, სუფთა არჩევნები და სუფთა, ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ჩემთვის, ჩემი თანაგუნდელებისთვის", - ამის შესახებ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში განაცხადა, სადაც ნარკოტესტი ჩააბარა.

როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მას სჯერა, რომ ყველა სხვა კანდიდატიც, რომლებიც „თავიანთ სისუფთავეში დარწმუნებულნი არიან", გაიზიარებენ ნარკოტესტის გაკეთების შეთავაზებას.

"ანალიზები ჩავიტარე. ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასთან დაკავშირებით განცხადება რამდენიმე დღის წინ გავაკეთე. პასუხის მიხედვით, ყველანაირად სუფთა ვარ. შესაბამისად, სუფთა არჩევნები და სუფთა, ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ჩემთვის, ჩემი თანაგუნდელებისთვის. ასევე, მოვუწოდებ ყველა კანდიდატს, რომ გააკეთონ ანალოგიურად და საზოგადოებას შედეგები წარუდგინონ. მინდა მივმართო სამხარაულის ეროვნულ ბიუროს, რომ მათ უფლება აქვთ, გაასაჯაროონ შედეგები და ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს", - განაცხადა კახა კალაძემ.