loader

რომელ რიცხვებშია საქართველოში წვიმა მოსალოდნელი? - გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რომელ რიცხვებშია საქართველოში წვიმა მოსალოდნელი? - გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი

10 სექტემბრამდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში იწვიმებს, შესაძლებელია ელჭექი, ზოგან სეტყვა, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ჰაერის ტემპერატურა 6-7 სექტემბერს +22, +27 გრადუსია მოსალოდნელი.

"8 სექტემბერს აღმოსავლეთ საქართველოში მოიღრუბლება, იწვიმებს და აგრილდება. ტემპერატურა დღის საათებში +18, +23 გრადუსამდე დაიკლებს, ხოლო 9 სექტემბერს დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოშიც +24, +29 გრადუსამდე დათბება.

თბილისში 6-7 სექტემბერს სითბოს ფონზე (+26, +28 გრადუსი) ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. 8 სექტემბერს გრილი, ღრუბლიანი და წვიმიანი ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +20, +22 გრადუსამდე დაიკლებს, 9 სექტემბერს კი ისევ გამოიდარებს და დათბება", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.