loader

"შევიტყვეთ, რომ ბევრი თქვენგანი "კარფურის" სახელით შეტყობინებებს იღებს..." - თაღლითური სქემის შესახებ "კარფურის" ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"შევიტყვეთ, რომ ბევრი თქვენგანი "კარფურის" სახელით შეტყობინებებს იღებს..." - თაღლითური სქემის შესახებ "კარფურის" ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვირუსულ ლინკთან დაკავშირებით "კარფურის" ადმინისტრაცია საზოგადოებას მიმართავს.

"შევიტყვეთ, რომ ბევრი თქვენგანი იღებს საეჭვო შეტყობინებებს Carrefour-ის სახელით. გაცნობებთ, რომ აღნიშნული შეთავაზება არ წარმოადგენს სინამდვილეს და არ იგზავნება "კარფურ საქართველოს" მხრიდან!

"კარფურის" ოფიციალური შეთავაზებები და აქციები მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნდება "კარფურის" ოფიციალურ Facebook და Instagram-გვერდებზე ან კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდსა და აპლიკაციაში!

გთხოვთ, საეჭვო შეტყობინებებმა არ შეგიყვანოთ შეცდომაში და არ გადახვიდეთ ლინკზე", - ნათქვამია "კარფურის" ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.