loader

ახალი სკანდალური დეტალები შანაი ბრუკის მკვლელობის საქმეში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ახალი სკანდალური დეტალები შანაი ბრუკის მკვლელობის საქმეში

თბილისში ავსტრალიის მოქალაქის, შანაი ბრუკის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული საქართველოს მოქალაქე რაფაელ მურსაკულოვია.

დაკავებულის ადვოკატის სოფიო გოგლიჩიძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს და დუმულის უფლებას იყენებს.

ambebi.ge-მ მკვლელობის საქმეში ახალი დეტალები გაარკვია. მათი ინფორმაციით, დაკავებული დანაშაულს აღიარებს.

როგორც ambebi.ge წერს, დაკავებული შანაი ბრუკის მეზობლად, გოგებაშვილის ქუჩაზე ცხოვრობდა. მკვლელობის სავარაუდო მოტივი კი ყაჩაღობაა - თავდამსხმელი შანაე ბრუკს "აიფონ 12"-ის წართმევას უპირებდა, თუმცა მიზანს ვერ მიაღწია, რადგან გოგონამ ის ხრამში მოისროლა. მკვლელობაში ბრალდებულმა დანაშაულის ადგილზე დანით ხელი გაიჭრა და ადგილზე მისი სისხლის კვალი დარჩა. სწორედ გენეტიკურმა ექსპერტიზამ დაადგინა დაკავებულის დნმ და მისი ვინაობა.

Ambebi.ge-ის წყაროს ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული პოლიციამ საკუთარ სახლში დააკავა.

შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში ავსტრალიის მოქალაქის, შანაი ბრუკის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა.

ავსტრალიის მოქალაქე შანაი ბრუკი 30 ივლისს გაუჩინარდა. ავტრალიის მოქალაქის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში მისმა მეგობარმა გაავრცელა. მისი განცხადებით, როცა შანაი ბრუკს ტელეფონით ელაპარაკებოდა, ის მთაწმინდაზე იმყოფებოდა, რა დროსაც, სავარაუდოდ, თავს დაესხნენ. ახალგაზრდა ქალის ცხედარი მთაწმინდის ფერდზე 31 ივლისს იპოვეს.