loader

"ძალიან ძნელია გაუძლო ამდენ ტკივილს... ახალ შემზარავ ამბავს ვგებულობ..." - პედიატრი ინგა მამუჩიშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ძალიან ძნელია გაუძლო ამდენ ტკივილს... ახალ შემზარავ ამბავს ვგებულობ..." - პედიატრი ინგა მამუჩიშვილი

პედიატრი ინგა მამუჩიშვილი სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.

"ძალიან ძნელია გაუძლო ამდენ ტკივილს, თითქოს სამყაროს დასასრულია...დღეს დედა დავკრძალე, ტკივილი და დარდი ბურთად მაქვს გაჩხერილი ყელში. ახალ შემზარავ ამბავს ვგებულობ, ჩემი საყვარელი მეგობარი, პედიატრიის კათედრის ერთერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი, კაცი მოსიარულე ენციკლოპედია, კეთილშობილების, უწყინარობის, წესიერების, სიმშვიდის, ნიჭიერების სიმბოლო ანზორ რიჟვაძე გარდაიცვალა და გადაინაცვლა იმიერ საქართველოში.

ის იყო პედიატრიული სკოლის ერთ-ერთი შუქურა, არაპოპულისტი, მართლა ექიმი და მართლა მეცნიერი, რომლის ღვაწლი ფასდაუდებელია. აღარ შეგვიძლია, ჩასაფრებულია ნეგატივი, სიკვდილი ყოველ ნაბიჯზე. ადამიანთა გარდაცვალება ჩვეულებრივ სტატისტიკურ მონაცემად იქცა. იქნებ, მალე თვით სიკვდილიც მოკვდეს. სიცოცხლემ გაიმარჯვოს და შვებით ამოვისუნთქოთ. გზამშვიდობისა მეგობარო. შენს კარგ კაცობას საზღვარი არ აქვს. შენ ხომ თვითონ ასეთი დამსახურებული, საუკეთესო ექიმის მეუღლე და დედამიწაზე ყველაზე მაგარი შვილის აღმზრდელი ხარ. სწორედ ამიტომ ვერასოდეს მიეცემი დავიწყებას. გზამშვიდობისა მეგობარო. ნათელი შენს უსპეტაკეს სულს", - წერს ინგა მამუჩიშვილი.