loader

აჩი არველაძე ნარკოტესტის შესახებ კახა კალაძის ინიციატივას ეხმაურება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

აჩი არველაძე ნარკოტესტის შესახებ კახა კალაძის ინიციატივას ეხმაურება

ნარკოტესტის შესახებ თბილისის მერის კახა კალაძის ინიციატივას აჩი არველაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება.

"ნარკოტესტის გავლა მეც მეკუთვნის? თუ არა", - წერს აჩი არველაძე.

კახა კალაძე მერობის კანდიდატებს ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდის მიზნით ნარკოტესტის ჩაბარებისკენ მოუწოდებს. ნარკოტესტი მერმა თავად უკვე ჩააბარა და განაცხადა, რომ პასუხის მიხედვით, "ყველანაირად სუფთაა".

აქვე შეგახსენებთ, რომ სანამ პარტიის "საქართველოსთვის" თბილისის მერობის კანდიდატად გიორგი გახარია დასახელდებოდა, გავრცელებული იყო ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ პარტიის მერობის კანდიდატად არჩილ (აჩი) არველაძე განიხილებოდა.