loader

"რამდენიმე საათის წინ ერთ-ერთი რევოლუციური შესაძლებლობის შესახებ გახდა ცნობილი" - რას წერს ზაზა წერეთელი სოციალურ ქსელში? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"რამდენიმე საათის წინ ერთ-ერთი რევოლუციური შესაძლებლობის შესახებ გახდა ცნობილი" - რას წერს ზაზა წერეთელი სოციალურ ქსელში?

ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი სოციალურ ქსელში პოზიტიურ ინფორმაციას ავრცელებს.

"რამდენიმე საათის წინ კომპანია "მოდერნამ" გააკეთა მოხსენება იქ მიმდინარე სამუშაოების შესახებ და ალბათ ერთ-ერთი რევოლუციური შესაძლებლობის შესახებ.

მათ გააზიარეს პოზიტიური წინასწარი კლინიკური მონაცემები, რომელიც აჩვენებს მათ შესაძლებლობას გააერთიანოს 6 mRNAs 3 სხვადასხვა რესპირატორული ვირუსების წინააღმდეგ 1 ვაქცინაში: COVID-19 გამაძლიერებელი + გრიპის გამაძლიერებელი + RSV (რესპირატორულ-სინციტიალური ვირუსი) გამაძლიერებელი.

ასე რომ ე.წ ტრადიციული მეთოდი "ტრადიცულ მეთოდად" კი დარჩა, თუმცა უცნობია რატომ უწოდეს მას საქართველოში ტრადიციული... მაგრამ მეცნიერება ვითარდება და მომავალიც ახლა mRNA ვაქცინებშია, რომლებიც ალბათ უახლოეს მომავალში ასევე "ტრადიციული" მეთოდი გახდება", - წერს ზაზა წერეთელი სოციალურ ქსელში.