loader

"მრავალმხრივი დაცვის მიუხედავად, მაინც მომაფრინდა კოვიდი... ვარ ორჯერ ვაქცინირებული "სინოფარმით" - ეკა ხოფერია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მრავალმხრივი დაცვის მიუხედავად, მაინც მომაფრინდა კოვიდი... ვარ ორჯერ ვაქცინირებული "სინოფარმით" - ეკა ხოფერია

აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი ეკა ხოფერია სოციაურ ქსელში წერს, რომ კორონავირუსით დაინფიცირდა, თუმცა მისი თქმით, რადგან ორჯერ იყო ვაქცინირებული, დაავადება იოლად გადაიტანა.

"მქონდა კოვიდი, რომელიც ჩემი მრავალმხრივ დაცვის მიუხედავად, მაინც მომაფრინდა აჭარაში. დღეს მეთერთმეტე დღეა და სრულად გასტუმრებულია. ვიყავი ორჯერ ვაქცინირებული "სინოფარმით" და მომცა სიცხე 37 და ოდნავ სახსრების ტკივილი მხოლოდ პირველ დღეს.

დანარჩენი დღეები სრულიად უსიმპტომოდ, ძლიერ, ძლიერ მსუბუქად მიდიოდა და ჩემგანაც არავის გადადებია, არც ოჯახის წევრებსა და არც რამდენიმე მეგობარს. ერთადერთი შეზღუდვა , რაც იზოლაციის დროს მქონდა, სოციალური ქსელებია, რომლებზეც უარი ვთქვი ამ დღეების მანძილზე.

გუშინწინ გავიკეთე ანალიზები და ისინიც გადასარევად გამოიყურებიან. არ მინდა არანაირი მოწოდებები, უბრალოდ ერთს გეტყვით: მთელი ამ პერიოდის მანძილზე შეგრძნება მქონდა, რომ ვირუსისგან რაღაც მიცავდა ფარივით: აი ოდნავ, სულ ოდნავ თავს წამოყოფდა ვირუსის რომელიღაც სიმპტომი და ძალიან მალევე მიდიოდა და ქრებოდა ის სადღაც. აცრის დამსახურება მგონია ის ამბავიც, რომ არავის გადავდე.