loader

ვინ იყო 20 წლის ბიჭი, რომელიც კორონავირუსს ემსხვერპლა - "შა­ქა­რას მე­გო­ბა­რია... ღმერ­თო, რა პა­ტა­რაა, ისე ვბრა­ზდე­ბი, ცხოვ­რე­ბას ახლა რომ იწყებს, რა­ტომ მიგ­ყავს?" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვინ იყო 20 წლის ბიჭი, რომელიც კორონავირუსს ემსხვერპლა - "შა­ქა­რას მე­გო­ბა­რია... ღმერ­თო, რა პა­ტა­რაა, ისე ვბრა­ზდე­ბი, ცხოვ­რე­ბას ახლა რომ იწყებს, რა­ტომ მიგ­ყავს?"

რეს­პუბ­ლი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით 20 წლის ფეხ­ბურ­თე­ლი ვახ­ტანგ ჩარ­კვი­ა­ნი გარდაიცვალა.

ის სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის დი­აგ­ნო­ზით 12 დღის წინ შე­იყ­ვა­ნეს. რო­გორც ირ­კვე­ვა, სპორ­ტსმენს ვირუს­მა ფილ­ტვე­ბი მნიშ­ვნე­ლოვ­ნად და­უ­ზი­ა­ნა, რის გა­მოც ექი­მებ­მა ფეხ­ბურ­თე­ლის გა­დარ­ჩე­ნა ვერ შეძ­ლეს.

ვახ­ტანგ ჩარ­კვი­ა­ნი თბი­ლი­სის "დი­ნა­მოს" აკა­დე­მი­ის აღ­ზრდი­ლი იყო და ბო­ლოს გუნ­დი "ვიტ ჯორ­ჯია 2" - ში თა­მა­შობ­და.

ახალ­გაზ­რდა ფეხ­ბურ­თე­ლის მამა გა­ი­ოზ ჩარ­კვი­ა­ნი ად­ვო­კა­ტია და თა­ვად ვა­ხო­საც იგი­ვე გეგ­მე­ბი ჰქონ­და, ამი­ტომ ხში­რად მა­მას პრო­ცე­სებ­ზე დაჰ­ყვე­ბო­და.

"დი­ლა­ო­ბით ახა­ლი სტა­ტის­ტი­კა ადა­მი­ნე­ბის­თვის უბ­რა­ლოდ ციფ­რე­ბია, ვი­ღა­ცე­ე­ბის­თვის კი ტრა­გე­დია. ტრა­გედია, რო­მე­ლიც ას­რუ­ლებს არა მხო­ლოდ ერთი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლეს, არა­მედ მთე­ლი ოჯა­ხის ერ­თის გარ­დაც­ვა­ლე­ბით. ეს ვა­ხოა, 20 წლის ფეხ­ბურ­თე­ლი, რო­მე­ლიც კო­ვი­დით გარ­და­იც­ვა­ლა. იცით რა ლა­მა­ზი იყო? და­ხა­ტუ­ლი, ულა­მა­ზე­სი, არ შე­იძ­ლე­ბა­და არ შე­გე­ხე­და და არ გე­ფი­რა რა ბავ­შვი არი­სო.

ვა­ხოს მამა ად­ვო­კა­ტია, ვა­ხო­საც იგი­ვე გეგ­მე­ბი ქონ­და. და­დი­ო­და ხოლ­მე პრო­ცე­სებ­ზე, პრაქ­ტი­კას იქ გა­დი­ო­და. ისე­თი მშვი­დი და დინ­ჯი იყო. ეს პა­ტა­რა ბიჭი შა­ქა­რას მე­გო­ბა­რია, ერ­თა­დაც თა­მა­შობ­ნენ... ღმერ­თო რა პა­ტა­რაა, ახლა ისე ვბრა­ზდე­ბი, ცხოვ­რე­ბას ახლა რომ იწყებს, რა­ტომ მიგ­ყავს? მარ­თლა მძულს კო­ვი­დი, ეს ეს სტა­ტის­ტი­კე­ბის უკან არა­ე­ბუ­ლი უყ­ვე­ლა ის­ტო­რია. ვერ წარ­მო­მიდ­გე­ნია რო­გორ უნდა გა­უძ­ლოს მის­მა ოჯახ­მა ამას. ვი­ზი­ა­რებ ვა­ხოს ოჯა­ხის მწუ­ხა­რე­ბას, არ ვიცი სი­ტყვე­ბი, რომ­ლი­თაც შე­იძ­ლე­ბა ახლა ანუ­გე­შო ადა­მი­ნი... ­ნახ­ვამ­დის ვახო, ძა­ლი­ან ვწუხ­ვარ", - წერს ჟურნალისტი სა­ლო­მე ბო­კუ­ჩა­ვა.