loader

"რა მაინტერესებს იცით? მიშისტებმა მითხარით..." - თამარ ჩერგოლეიშვილი საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმაურება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"რა მაინტერესებს იცით? მიშისტებმა მითხარით..." - თამარ ჩერგოლეიშვილი საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმაურება

თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმაურება.

"2 ოქტომბერს, რომ მოიგებთ, მერე მანდ ვარო. რა მაინტერესებს იცით? მიშისტებმა მითხარით: რომ თქვას მანდ ვარ ახლა, თქვენ ვერ მხედავთ ბანძუსტანელებოო, თქვენთვის რა შეიცვლება?" - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ კიევი-თბილისის ბილეთი 2 ოქტომბრისთვის შეიძინა. ამის შესახებ სააკაშვილმა "ფეისბუქზე" ვიდეომიმართვაში განაცხადა.