loader

"მიიღებს პასუხს და შემდეგ ცრემლების ღვრა, კნავილი და კომპლიმენტები არ უშველის" - შალვა ნათელაშვილი ნიკა გვარამიაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მიიღებს პასუხს და შემდეგ ცრემლების ღვრა, კნავილი და კომპლიმენტები არ უშველის" - შალვა ნათელაშვილი ნიკა გვარამიაზე

"მინდა გავაფრთხილო "ეგზიტპოლმაისტერი" ნიკა გვარამია, როგორც კი გამოაცხადებს ე.წ ვითომ "იპსოსის" ტრადიციულად ჩვენ მიმართ ხელისუფლებასთან სავაჭროდ გაყალბებულ ეგზიტპოლს, მიიღებს პასუხს და შემდეგ ცრემლების ღვრა, კნავილი და კომპლიმენტები არ უშველის", - ამის შესახებ შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

აღნიშნულს ნიკა გვარამია შემდეგი სიტყვებით გამოეხმაურა:

"ბატონო შალვა, რა ციფრებიც მომივა, იმას გამოვაცხადებ. თქვენსასაც და სხისასაც. ასევე იზამს "ედისონიც", დარწმუნებული ვარ. თქვენი მუქარაღა მაკლდა ახლა. p.s. "ლეიბორისტებით" როგორ უნდა ვევაჭრო მთავრობას? ჰაერს ვყიდი?".