loader

"ამ შეთქმულების ერთ-ერთი გამოკვეთილი კოორდინატორი იყო ნიკა გვარამია... საცოდავია ეს ქვეყანა" - შალვა ნათელაშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ამ შეთქმულების ერთ-ერთი გამოკვეთილი კოორდინატორი იყო ნიკა გვარამია... საცოდავია ეს ქვეყანა" - შალვა ნათელაშვილი

შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში არჩევნების წინასწარ შედეგებს ეხმაურება.

"მოკლედ ამ ეტაპზე "ლეიბორისტული პარტიის" მარტვილობა გამოიყურება ასე. ჩვენ მიერ ოპოზიციის გლობალურმა, უპრეცენდენტო კოორდინაციამ შეარყია მმართველი რეჟიმი - ქვეყანა გადავიდა პარტიულ-პროპორციულ სისტემაზე, გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები, ბევრი ლიდერი თუ მასმედიის მმართველი გადაურჩა დაჭერას, ხოლო ოლიგარქიული რეჟიმი მოექცა საერთაშორისო წნეხში.

ამის შემდეგ ამუშავდა მილიონები, გავლენის ყველა საშინაო და საერთაშორისო ბერკეტი და ოპოზიცია შეყარეს პარლამენტში, რაზეც ვერ დაითანხმეს, ვერ მოდრიკეს მხოლოდ ერთადერთი "ლეიბორისტული პარტია" და თქვენი მონა-მორჩილი. ამის შემდეგ მმართველი პარტიის და სხვა ოპოზიციის ინტერესები მოვიდა სრულ თანხვედრაში ჩვენ წინააღმდეგ. ერთობლივად მიიღეს კანონი "ლეიბორისტული პარტიის" ფაქტობრივ აკრძალვაზე, სრულად ჩამოგვართვეს კომისიაში წევრები და წარმომადგენლები, სარეკლამო ლიმიტი და ბოლოს უმცირესი დაფინანსებაც.

ბუნებრივია, რომ მმართველი და ე.წ მთავარი ოპოზიციური ძალა დღესაც გარიგდნენ ჩვენს სამაგალითო დასჯაზე. ამ შეთქმულების ერთ-ერთი გამოკვეთილი კოორდინატორი, როგორც იცით, იყო ნიკა გვარამია. თავად სააკაშვილს, რომ ბავშვობიდან ვძულვართ, ალბათ, ეს იცით. ნუ ივანიშვილის ჩვენდამი სუპერ ცხოველურ მტრობაზე აღარ ვსაუბრობ. თუმცა, ესენი ვერაფერს იზავდნენ, ხალხი რომ გვედგეს გვერდით.

მოკლედ, საცოდავია ეს ქვეყანა ასეთი პოზიცია-ოპოზიციის ხელში. მას ძალიან მძიმე მომავალი ელოდება, რაზეც მე პასუხისმგებლობას ვიხსნი და კონკრეტულ გადაწყვეტილებებს მივიღებ. ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროთ ივანიშვილ-სააკაშვილ-ნარკოლობისტურ-ბანკირ-უშიშროება-ჩხარტიშვილის პარტიები. თავს ვხრი ჩვენი მომხრეების წინაშე, რომელთა მუხტიც ადრე თუ გვიან გადაარჩენს ამ ქვეყანას თუ მას გადარჩენა უწერია", - წერს ნათელაშვილი.